ახალი საბავშვო ბაღი, სკოლა, გზა და სასმელი წყლის სისტემა ბიწმენდის მოსახლეობას. ბიწმენდის ადმინისტრაციულ ერთეულში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპლაიტეტის თანადაფინანსებით შპს „მილენიუმ ბილდერს ჯგუფმა“ სოფელ ბიწმენდში შიდა საუბნო გზის მშენებლობა უკვე დაასრულა. ასფალტის საფარი 570 მეტრ მონაკვეთზე დაიგო და მისმა ღირებულებამ 244 360 ლარი შეადგინა.
უახლოეს მომავალში კი ბიწმენდის ერთ-ერთ უბანში სასმელი წყლის პრობლემაც მოგვარდება.
“სისტემის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა, მალე კი სოფელს ახალი არტეზიული ჭაბურღილიც ექნება. შპს „ჰიდრო და საინჟინრო გეოლოგია“ პროექტს 222 471 ლარის სანაცვლოდ ასრულეს.
ხელისუფლების დიდი საჩუქარი ელოდებათ ბიწმენდელ პატარებსაც. მალე მათ ახალ შენობაში შეეძლებათ სკოლამდელი აღზრდის მიღება. 2 ჯგუფზე გათვლილი ბაღი მუნიციპალური განვითარების ფონდის იმ პროექტის ნაწილია, რომელიც ერთდროულად ოთხ საბავშო ბაღს აშენებს მცხეთის მუნიციპალიტეტში. წლის ბოლომდე ბიწმენდში, ძველ ქანდაში, აღდგომლიაანთკარსა და ფრეზეთში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები აშენდება. თითოეული 50 ბავშვზე იქნება გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე აღნიშნულ სოფლებში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა.
უკვე დაწყებულია სკოლისა და სპორტული მოედნის მშენებლობაც. სკოლის შენობას ორი სართული ექნება და 90 ბავშვზე იქნება გათვლილი. სკოლა სახელმწიფო დაფინანსებით შენდება. დამკვეთი მუნიციპალური განვითარების ფონდია, მშენებლობას კი „ელემენტ კონტრაქშენ ენდ დიზაინი“ აწარმოებს. პროექტი მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება”, – განმარტავენ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.