ზუგდიდის მერიამ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან გათავისუფლებული მთავარი სპეციალისტი ნინო ფიფია სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 2 წლის შემდეგ აღადგინა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
სამსახურში აღდგენას წინ უძღოდა ორწლიანი სასამართლო დავა, რომელიც მოგების შემდეგ მისი სამსახურში აღდგენას მერია მაინც აჭიანურებდა, – უთხრა „ლაივპრესს“ ნინო ფიფიას ქმარმა გიორგი ფიფიამ, რომელიც ამავდროულად მის ინტერესებს იცავდა სასამართლოში.
„ის პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს სამსახურიდან, 2016 წლის შემდეგ მიმდინარეობდა დავა სასამართლოში, საბოლოოდ მოსარჩელეს უზენაესმა სასამრთლომ დაუკმაყოფილა ყველა მოთხოვნა, მაგრამ მერია პინგ-პონგს თამაშობდა და არ უნდოდა აღდგენა, სანამ უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე განმარტება ოფიციალურად არ გააკეთა. თუმცა უზენაესის წერილების მიუხედავად, მერია ბარიერებს ქმნიდა. მაგალითად, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეწერა, რომ დაევალოს ზუგდიდის მუციპალიტეტის საქმის აღსრულება, მაგრამ მერია ამბობდა, რომ მუნიციპალიტეტში იგულისხმება თუ არა მერიაო არ ვიცითო, საჭირო გახდა, სასამართლოს კიდევ ერთი წერილი, რომ მერია მუნიციპალიტეტში იგულისხმებოდა“, – ამბობს გიორგი ფიფია.
მან მერიის ბრძანება ნინო ფიფიას დანიშვნის შესახებ დღეს მიიღო. სასამართლომ დააკმაყოფილა ასევე განაცდურის ანაზღაურების საკითხიც.
ნინო ფიფია ამჟამად საფრანგეთში იმყოფება.
უზენაესმა სასამართლომ მისია ზუგდიდის მერიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ცენტრში მთავარ სპეციალისტად აღდგენაზე გადაწყვეტილება 2018 წელს მიიღო.