“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისათვის თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში 68 ათასი ლარი დაიხარჯება, – აცხადებენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მათივე ცნობით, ადგილობრივმა მოსახლეობამ საერთო კრებებზე პრიორიტეტულ საკითხებად გარეგანათების მოწყობა ცენტრიდან კაკაბოურამდე, თუზისა და ვარდიგორის სკოლების ეზოების რეაბილიტაცია, ჯგილათის საუბნო გზების მთის ქანით მოწყობა, ვარდიგორაში წყალსადენის სისტემისთვის მილებისა და ტუმბოს შეძენა, კაკაბოურსა და თავასაში გზის მონაკვეთების ბეტონის საფარით მოწყობა განსაზღვრა.