სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ართანასა და ყარაჯალაში ცენტრალურ და შიდა საუბნო გზებზე გარეგანათება დამონტაჟდა.
როგორც თელავის მერიაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში, გარეგანათება ართანაში 15 საუბნო გზაზე, ხოლო ყარაჯალაში 3 ცენტრალურ გზაზე მოეწყო.
“მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ყარაჯლისთვის 30 000 ლარი, ართანისთვის კი 24 000 ლარია გამოყოფილი’, – აცხადებენ თელავის მერიაში.