საქართველოს რეგიონებში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მიმდინარე წლის გეგმით განსაზღვრული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამჯერად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში კომპანია წყლის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. სოფლის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. წინადადებების მიღება 4 აგვისტოს დასრულდება და პროექტის სავარაუდო ღირებულება 7 მილიონ ლარზე მეტია.
,,ამ დროისთვის, სოფელ მატანში ქსელი...
სტატიის გაგრძელება
საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით კენჭი უყარა კანონპროექტს “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ”, რომლითაც ადგილობრივ თვითმმართველობებს ახალი ვალდებულებები დაეკისრებათ, მათ შორის, ისეთი, რაც მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას არ წარმოადგენს და მათი გადაცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან დელეგირების გზით მოხდება. შესაბამისად, დარგობრივ ზედამხედველობასაც სწორედ ეს უწყება გასწევს.
უმთავრესი სიახლე, რასაც კანონი გვთავაზობს და რომლის დელეგირებაც...
საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით კენჭი უყარა კანონპროექტს "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ", რომლითაც ადგილობრივ თვითმმართველობებს ახალი ვალდებულებები დაეკისრებათ, მათ შორის, ისეთი, რაც მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას არ წარმოადგენს და მათი გადაცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან დელეგირების გზით მოხდება. შესაბამისად, დარგობრივ ზედამხედველობასაც სწორედ ეს უწყება გასწევს.
კერძოდ, კანონის მესამე თავის 21-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული...
ადგილობრივ დონეზე შემოსავლის მომტანი აქტივობების ხელშეწყობა და განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვა სიღარიბით გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევების შესამცირებლად - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ადგილობრივ თვითმმართველობასა და სამოქალაქო ორგანიზაციებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.
საია-ს ცნობით, საგრანტო კონკურსი „პური მსოფლიოსათვის-პროტესტანტული განვითარების სამსახურის” მიერ დაფინანსებული პროექტის „ყველაზე მოწყვლადი პირების და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ცხადდება.
პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვას...
კორონავირუსით გამოწვეულმა რეალობამ ოჯახების მნიშვნელოვან ნაწილს შემოსავლები შეუმცირა და გააღარიბა, - ამის შესახებ COVID 19- ის პანდემიის პირობებში, საქართველოს მოსახლეობის ცოდნის, რისკების აღქმის, პრევენციული ქცევისა და ნდობის მონიტორინგის შედეგებშია ნათქვამი.
კვლევის თანახმად, პანდემიის პირობებში ოჯახების 23%-ს შემოსავლები შეუმცირდა, 65%-სთვის შემოსავალი იგივე დარჩა, 3%-ს კი გაეზარდა. კვლევაში, აღნიშნულია, რომ შემოსავლების კლება ძირითადად დაბალშემოსავლიან ოჯახებს შეეხო, რომელთა შემოსავალი თვეში 0-300 ლარი და 301-500...
წინა სტატია
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ენმ-დან მის მიერ გაღებულ შემოწირულობის საკითხს ეხმაურება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ბექა ქორჩილავას განმარტებით, თანხა საკუთარი პარტიის ანგარიშზე პირადი შემოსავლიდან გადარიცხა.
"მე მაქვს კანონის სრული დაცვით შემოსავალალი, რომელიც საკრებულოში ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარეობისას მქონდა ასახული დეკლარაციაში. ხოლო თუ მაინც აქვს კითხვები ვინმეს ჩემს შემოსავლებთან დაკავშრებით, შეუძლიათ მიმართონ შესაბამის სამსახურს. რაც შეეხება ჩემს კეთილ ნებას, მე მზად ვარ,...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შესატანად ბუღდაშენის და მადათაფას ტბების ნომინაციის პროცესი დაიწყო.
საქართველო „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ“ კონვენციას 1996 წელს შეუერთდა.
რატიფიცირების პარალელურად, კონვენციის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველომ ცენტრალური კოლხეთისა და ისპანის ტორფიანი ჭაობები საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შესატანად წარადგინა.
ეკოლოგიური დანიშნულებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ტერიტორიებს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა...
ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს, გასული შვიდი თვის განმავლობაში, სულ 9 უცხოელი ესტუმრა. ვიზიტორთა უმრავლესობა 1 274 პირი ქართველი იყო. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ჯავახეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელის თამაზ მეტრეველის თქმით, 2020 წლის იანვარი-ივლისის ჩათვლით პერიოდში დაცულ ტერიტორიებს ჯამში 1 283 დამთვალიერებელი ესტუმრა.
უცხოელი ვიზიტორები დაცულ ტერიტორიებს 15 ივნისის შემდეგ ესტუმრნენ. 9 ვიზიტორიდან 2 გერმანიიდან იყო, 3 ამერიკიდან, 1 ნიდერლანდებიდან და 3...
"მოძრაობა ხალხისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, გურიაში ან თბილისის რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრას ფიქრობს.
როგორც დოლიძემ რადიო "პალიტრის" ეთერში, გადაცემა "შუადღის სტუდიაში“ განაცხადა, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს და კონსულტაციებს აწარმოებს.
„მაჟორიტარად ჩემს კანდიდატურას განვიხილავ და კონსულტაციებსაც ვაწარმოებ. არა მარტო თბილისზე, გურიაზეც ვფიქრობ. ვიქნები ან თბილისში ან გურიაში. თბილისში ოლქი შერჩეული არ მაქვს, ჯერჯერობით ვფიქრობ. ამიტომაც ვმუშაობ მოსახლეობასთან. ისე არ ვარ, რომ...
ბათუმში მიმდინარეობს აქცია, სადაც მოქალაქეები ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს მათ ქონება უკანონოდ წაართვეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
აქციის ორგანიზატორია ე.წ ხოფის ბაზრობის ერთ-ერთი ყოფილი მეპატრონე. დავით ანანიძე ქონების დაბრუნებას ითხოვს. აცხადებს, რომ ქონება წინა ხელისუფლების დროს შანტაჟის გზით უკანონოდ ჩამოართვეს.
„პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო. სხვა პარტიიდან ვიყრიდი კენჭს და დამიჭირეს. მოგვთხოვეს ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონება დაგვეთმო. ხოფის...
ისინი ერთმანეთს ებრძვიან პარლამენტში ადგილებისთვის, მეტი მიზანი არ გააჩნიათ. დიდი ბრძოლაა შიგნით, ცდილობენ, ეს არ გამოვიდეს, მაგრამ მაინც გამოდის გარეთ- ამის შესახებ ოპოზიციაზე საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„თუ ვინმეს ჰგონია, თუნდაც სუბიექტურად, პოლიტიკური მოსაზრებების გამო, რომ მომგებიანია შალვა ნათელაშვილთან მის ფანჩატურში „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანება, ეს მათი საქმეა, მაგრამ როგორც ვხედავთ, უთანხმოება აქვთ იმის გამო, რომ ვერ...
შემდეგი სტატია
დაბა ჩაქვში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მოთხოვნით, ბეჟანიძისა და თბილისის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მოუწესრიგებელია სანიაღვრე არხები და გზის საფარი, რაც გადაადგილებაში საფრთხეს უქმნით. აქციის მონაწილეები ასევე ქობულეთის მერიას სთხოვენ, რომ სკვერი მოაწყოს.
"ვითხოვდით ქობულეთის მერთან მირიან ქათამაძესთან შეხვედრას, თუმცა არ გამოცხადდა, აქ გადაადგილება უამინდობის დროს სრულიად შეუძლებელია. გასულ წელს ქობულეთის მერიამ სკვერის მოსაწყობად ტერიტორია გამოყო, თუმცა...
თბილისის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება. მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა 9 000 კვ.მ ტერიტორიაზე განხორციელდება და სრული დატვირთვის შემდეგ, 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.
„დღეს დიდ დიღომში ახალი პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი. ეს არის მულტიფუნქციური კომპლექსი და ძალიან მიხარია, რომ მსგავსი პროექტი ხორციელდება. ანალოგიური სამუშაო სამგორის რაიონში, კონკრეტულად ვარკეთილშიც დავიწყეთ. ეს არის ადგილი, სადაც თავმოყრილი იქნება...
ჩვენს სიაში აუცილებლად იქნებიან წარმოდგენილნი ღირსეული ქალები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საპარლამენტო საქმიანობაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენთვის, ბუნებრივია, კვოტების გარეშეც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ სათანადოდ ყოფილიყვნენ ჩვენს საარჩევნო სიაში წარმოდგენილი ქალები, შესაბამისად, ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება მუშაობა და ჩვენ სიაში აუცილებლად იქნებიან წარმოდგენილი ღირსეული ქალები, რომლებიც ძალიან...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესშია, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო კამპანიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„საარჩევნო კამპანიას რაც შეეხება, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებამ უნდა აიღოს, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციას, იმიტომ, რომ ისიც პოლიტიკის ნაწილია. ოპოზიციას აქვს...
დუშეთის მუნიციპალიტეტში, მწითურების ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტით, რომლის ღირებულებაც 277 190 ლარია, სამასი მეტრი სიგრძის ამორტიზებულ გზას ახალი ბეტონის საფარი ჩაანაცვლებს.
„ახალი გზა ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების საშუალებას მისცემს. გარდა ქუჩის ცენტრალური ნაწილისა პროექტის ფარგლებში ბეტონი დაიგო მწითურების ქუჩის სამ ჩიხშიც. სამუშაოების დასრულება მიმდინარე თვის ბოლომდე იგეგმება,განხორციელებული სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































