კალაძე: ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს, პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციასაც

943

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესშია, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო კამპანიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„საარჩევნო კამპანიას რაც შეეხება, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებამ უნდა აიღოს, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციას, იმიტომ, რომ ისიც პოლიტიკის ნაწილია. ოპოზიციას აქვს პასუხისმგებლობა იმისა, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცეს შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია, დღეს ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში და მივიღოთ მაღალი შეფასებები, როგორც ეს ხდებოდა წინა არჩევნების პირობებში,“-აღნიშნა კალაძემ.