დაბა ჩაქვში აქცია გაიმართა

470

შემდეგი სტატია

დაბა ჩაქვში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მოთხოვნით, ბეჟანიძისა და თბილისის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მოუწესრიგებელია სანიაღვრე არხები და გზის საფარი, რაც გადაადგილებაში საფრთხეს უქმნით. აქციის მონაწილეები ასევე ქობულეთის მერიას სთხოვენ, რომ სკვერი მოაწყოს.

“ვითხოვდით ქობულეთის მერთან მირიან ქათამაძესთან შეხვედრას, თუმცა არ გამოცხადდა, აქ გადაადგილება უამინდობის დროს სრულიად შეუძლებელია. გასულ წელს ქობულეთის მერიამ სკვერის მოსაწყობად ტერიტორია გამოყო, თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა. ყოველ არჩევნებზე გვპირდებიან, ამ პრობლემის მოგვარებას, თუმცა შედეგი ნულია”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.