გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შესატანად ბუღდაშენის და მადათაფას ტბების ნომინაციის პროცესი დაიწყო.
საქართველო „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ“ კონვენციას 1996 წელს შეუერთდა.
რატიფიცირების პარალელურად, კონვენციის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველომ ცენტრალური კოლხეთისა და ისპანის ტორფიანი ჭაობები საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შესატანად წარადგინა.
ეკოლოგიური დანიშნულებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ტერიტორიებს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ადამიანთა კეთილდღეობისთვის განსაკუთრებული ეროვნული და გლობალური მნიშვნელობა აქვთ.
ყოველწლიურად ცენტრალური კოლხეთისა და ისპანის ჭაობის ტერიტორია მრავალი ფრინველის თავშესაფარს წარმოადგენს.