ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს, გასული შვიდი თვის განმავლობაში, სულ 9 უცხოელი ესტუმრა. ვიზიტორთა უმრავლესობა 1 274 პირი ქართველი იყო. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ჯავახეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელის თამაზ მეტრეველის თქმით, 2020 წლის იანვარი-ივლისის ჩათვლით პერიოდში დაცულ ტერიტორიებს ჯამში 1 283 დამთვალიერებელი ესტუმრა.
უცხოელი ვიზიტორები დაცულ ტერიტორიებს 15 ივნისის შემდეგ ესტუმრნენ. 9 ვიზიტორიდან 2 გერმანიიდან იყო, 3 ამერიკიდან, 1 ნიდერლანდებიდან და 3 საფრანგეთიდან.
ეს რიცხვი გასულ წელს სამჯერ მეტი იყო. 2019 წლის იანვარი-ივლისის მონაცემებით, 3 363 ვიზიტორი დაფიქსირდა. აქედან 1 727 ქართველი, 1 636 კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტი.
2018 წელს ჯავახეთის დაცულ ტერიტორიას 4 616 დამთვალიერებელი ეწვია, აქედან 2 417 ქართველი ვიზიტორია, ხოლო 2 199 უცხოელი.