კობახიძე: ჩვენს სიაში წარმოდგენილნი იქნებიან ღირსეული ქალები, რომლებიც მომდევნო ოთხი წლის საპარლამენტო საქმიანობაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ

371

ჩვენს სიაში აუცილებლად იქნებიან წარმოდგენილნი ღირსეული ქალები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საპარლამენტო საქმიანობაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენთვის, ბუნებრივია, კვოტების გარეშეც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ სათანადოდ ყოფილიყვნენ ჩვენს საარჩევნო სიაში წარმოდგენილი ქალები, შესაბამისად, ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება მუშაობა და ჩვენ სიაში აუცილებლად იქნებიან წარმოდგენილი ღირსეული ქალები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საპარლამენტო საქმიანობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს გენდერული კვოტირების ახალ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, პარტიულ პროპორციულ სიებში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის უნდა იყოს.