დუშეთის მუნიციპალიტეტში, მწითურების ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტით, რომლის ღირებულებაც 277 190 ლარია, სამასი მეტრი სიგრძის ამორტიზებულ გზას ახალი ბეტონის საფარი ჩაანაცვლებს.
„ახალი გზა ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების საშუალებას მისცემს. გარდა ქუჩის ცენტრალური ნაწილისა პროექტის ფარგლებში ბეტონი დაიგო მწითურების ქუჩის სამ ჩიხშიც. სამუშაოების დასრულება მიმდინარე თვის ბოლომდე იგეგმება,განხორციელებული სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან და მერის მოადგილესთან ბესიკ ბიჩინგაურთან ერთად დაათვალიერა,”-აღნიშნულია ინფორმაციაში.