რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატის შემთხვევაში ჩავატარეთ კვლევები და გადაწყვეტილებები მივიღეთ ამის შედეგად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მისივე თქმით, ამ მომენტისთვის ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით „ქართულ ოცნებას“ მაღალი მხარდაჭერა აქვს. ,,ჩვენ პერიოდულად ვატარებთ პარტიულ კვლევებს და ვიცით, რომ ამ მომენტისთვის გვაქვს მაღალი მხარდაჭერა, ეს არის კამპანიის დასაწყისი. რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატის შემთხვევაში ჩავატარეთ კვლევები და გადაწყვეტილებები მივიღეთ სწორედ ამის...
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მაჟორიტარობის კანდიდატები არა „ძველი ადამიანები“, არამედ წარმატებული და გამოცდილი პოლიტიკოსები არიან. როგორც თალაკვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ახალ სახეებს საზოგადოება პარტიულ სიაში იხილავს, რომელსაც მმართველი გუნდი სექტემბერში წარადგენს. „ჩვენი კონცეპტუალური ხედვა გუნდთან დაკავშირებით ასეთია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ წლების განმავლობაში შეძლო რეფორმების გატარება, შეძლო იმ ძირითადი ღირებულებების განუხრელი დაცვა, რომელიც მოქალაქეების თავსუფლებისთვის და განვითარებისთვის არის აუცილებელი. ეს...
21 ივლისს, 12:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში  ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე მეორე სხდომა გაიმართება. სააპელაციო სასამართლოში პირველი სხდომა 18 თებერვალს გაიმართა. 2019 წლის 30 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ბათუმის მერიის უარი დისკრიმინაციულად და უკანონოდ მიიჩნია. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. მერია სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად გაუქმებას ითხოვს. ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა კი ბათუმის...
წინა სტატია "ქართულმა ოცნებამ" დღეს, 20 ივლისს მაჟორიტარობის 30 კანდიდატი წარადგინა, მათგან მხოლოდ ერთი ქალია, 29 კი - კაცი. "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გენდერული კვოტების შესახებ კანონი პროპორციულ სიას ეხება, მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით კი ეს ვალდებულება არ არსებობს და შესაბამისად, "ასე მოხდა". რუსთავი 2-ის ეთერში მდინარაძემ თქვა, რომ ქალების პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მოწინააღმდეგეები, სინამდვილეში ოპოზიციის წარმომადგენლები არიან, რომლებიც...
2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ახალგაზრდობის სააგენტოს, ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნისთვის სახელმწიფო 5 მილიონი ლარით აფინანსებდა, საიდანაც ხარჯვით ნაწილს რომ ჩავხედოთ 44 ადამიანის სახელფასო ფონდი 1 150 000 ლარი იყო. თუმცა, უკვე კორექტორებული ბიუჯეტის თანახმად, სააგენტოს ბიუჯეტი 1,5 მილიონით შეუმცირდა, შესაბამისად, უნდა დაკორექტირებული სააგენტოს ხარჯვითი ნაწილიც, თუმცა როგორც სსიპ-ის უფროსი რეზო ჩარკვიანი ამბობს, დონორებისგან მოზიდული სახრების გათვალისიწინებით ხარჯვების დაკორექტირება არ...
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 20 ივლისიდან ნებადართულია ღია სივრცეში ნებისმიერი სოციალური, მათ შორის სადღესასწაულო, რიტუალური და ა.შ, ღონისძიებების ჩატარება, რომლებზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა. საბჭომ გასულ კვირას უკვე დაუშვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ღია სივრცეში, ასევე ნებადართული გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს...
ახალციხეში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა, გზის რეაბილიტაციას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ასფალტის საფარი წყალმომარაგების კომპანიამ სამი თვის წინ დააზიანა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. „ოთხ მაისს დაიწყეს გზის გადათხრა, მესხეთის ქუჩაზე წყალს ფეკალიები ერევაო და ჩვენს ქუჩას აბრალებდნენ. გათხარეს გორგასალზე და პრობლემა აქ არ აღმოჩნდა, ეს ასფალტიც გაგვიფუჭეს. გადათხრილი გზა იქამდე არ გაასწორეს, სანამ ჩვენ არ დავურეკეთ, გვითხრეს ასფალტს...
ადიგენი-უდე-არალის საავტომობილო გზის 1 კმ-ზე, მდინარე ქვაბლიანზე, 11 სოფელთან დამაკავშირებელი ახალი ხიდი აშენდა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და სამუშაოებისთვის 531 904 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ე.წ გორგულის ხიდის რეაბილიტაციას ადგილობრივები 2014 წლიდან ითხოვდნენ, ავარიული ხიდით, შვიდი წლის განმავლობაში 11 სოფლის მოსახლეობა სარგებლობდა. "არსებული ხიდი ვიწრო და დაზაინებული იყო, ხოლო მისი პარამეტრები ვერ აკმაყოფილებდა სატრანსპორტო მოთხოვნებს. ასევე, დაზიანებული იყო ხიდთან მისასვლელი...
წინა სტატია ქუთაისის საკრებულოში "ევროპული საქართველოს" წევრს მერაბ მეშველიანს თანაპარტიელი კოტე რატიანი შეცვლის. საკითხს უახლოეს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს. რატიანი წლების წინ ქუთაისის მერის მოადგილე და შესყიდვების და საგადასახადო სამსახურების ხელმძღვანელი იყო. კოტე რატიანი ამბობს, რომ ქალაქის პრობლემები კარგად იცის და კონკრეტულ საკითხებს საკრებულოზე აუცილებლად დააყენებს. "მაქვს ძალიან ბევრი საკითხი, რომელსაც ჩემს გუნდთან ერთად გავივლი. აუცილებლად დავაყენებ...
წინა სტატია „ზაური არის ძლიერი კანდიდატი, ძლიერი ადამიანი, კარგი კანდიდატი და ყველაფერი კარგად იქნება. ზაურის კანდიდატურა სწორი გადაწყვეტილებაა,“ - ასე ეხმაურება მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატად მარნეულის მერსი ზაურ დარგალის დასახელებას. რუსლან გაჯიევი მიიჩნევს, რომ ზაურ დარგალის არჩევნებში გამარჯვებას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსსა და მარნეულის მერს შორის დაპირისპირება ხელს არ შეუშლის. მარნეულის და...
რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზე გადავიდა. სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის პირველი ფენა დაიგო. ამის შესახებ ტვ4 წერს. გზის 600 მეტრიან მონაკვეთზე სამუშაოებს შემსრულებელი კომპანია შპს “ენკო” აწარმოებს. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები მშვიდობის ქუჩაზე 3 აგვისტოს დასრულდება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ქუჩა, წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო და მისი რეაბილიტაცია, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. რეაბილიტაციის პროცესი 2018 წელს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ჰერიოსთან” ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო...
მუნიციპალური განვითარების ფონდს ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობისათვის 40 000 კვ.მ ტერიტორია გადაეცა. საკითხს მხარი დეპუტატებმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დაუჭირეს. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს. როგორც მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსი მირზა მამასახლისი აცხადებს, ტენდერი რამდენიმე კვირაში გამოცხადდება. მისივე განმარტებით, მშენებლობაზე 8 500 000 ლარი დაიხარჯება. "საცურაო აუზი შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან და ასევე დააკმაყოფილებს...
ქუთაისის მერიამ ოთხი მცდელობის მიუხედავად ვერ გაარკვია აქვს თუ არა უფლება ისეთი სამსახური შექმნას, რომელიც მოქალაქეებს მშენებლობის ნებართვაზე ფასიან მომსახურებას გაუწევს. არქტიტექტურის სამსახურის გაუქმების შემდეგ, მერიამ ხან ა(ა)იპი, ხანაც კი სსიპი დააფუძნა, თუმცა, სასურველ მიზანს მაინც ვერ მიაღწია. რაც მთავარია, სამსახურის უფუნქციობას მერია მას შემდეგ ხვდება, რაც საკითხი საკრებულოზე გააქვს და დეპუტატებიც ერთხმად უჭერენ მხარს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გამდლისწყაროში მოსახლეობა წყლის გაუმჯობესებას ელის. მერიის ბიუჯეტის დაფინანსებით, 15-ტონიანი რეზერვუარი კეთდება. სოფელში 50-მდე კომლი ცხოვრობს. მოსახლეობა ერთი საუბნო წყაროში სარგებლობს, ხოლო ჭა მხოლოდ ორ ოჯახს აქვს. მერიის პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ყველა ოჯახი სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იქნება. სამუშაოების ღირებულება 308 175 ლარს შეადგენს. ჭაბურღილის მშენებლობა კომპანია სს "სპეცჰიდრომშენმა" უკვე დაამთავრა, ამჟამად, რეზერვუარს აწყობენ.
წინა სტატია როგორც ცნობილი ხდება, ქუთაისის მერობის კანდიდატად მმართველმა ძალამ იმერეთის   რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი უკვე შეარჩია. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ჯერჯერობით, არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. კომენტარს არ აკეთებს არც სოსო ხახალეიშვილი. პანდემიის პერიოდში იმერეთში საკუთარი განცხადებით თანამდებობა სამმა არჩეულმა მერმა დატოვა. ქუთაისის, თერჯოლის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერებმა თანამდებობების დატოვება ფეისბუკ სტატუსებით აცნობეს ამომრჩეველს. ქუთაისის მერმა, გიორგი...
რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ, სადგურის ბაღი წელს აღსაზრდელების მიღებას შეძლებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს, 20 ივლისს დაიწყო. მშობლებს და მეურვეებს ბავშვების სასურველ ბაღში დარეგისტრირება ონლაინ შეუძლიათ. ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, სადგურის საბავშვო ბაღი მუშაობის დაწყებისთვის სექტემბერში მზად იქნება. რაც შეეხება თანამშრომლებს, ლია კოვზიაშვილის თქმით, მათ სააგენტოში შესული განცხადებების საფუძველზე შეარჩევს.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ