თალაკვაძე: რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატის შემთხვევაში კვლევები ჩავატარეთ და გადაწყვეტილებები ამის შედეგად მივიღეთ

427

რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატის შემთხვევაში ჩავატარეთ კვლევები და გადაწყვეტილებები მივიღეთ ამის შედეგად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მომენტისთვის ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით „ქართულ ოცნებას“ მაღალი მხარდაჭერა აქვს.

,,ჩვენ პერიოდულად ვატარებთ პარტიულ კვლევებს და ვიცით, რომ ამ მომენტისთვის გვაქვს მაღალი მხარდაჭერა, ეს არის კამპანიის დასაწყისი. რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატის შემთხვევაში ჩავატარეთ კვლევები და გადაწყვეტილებები მივიღეთ სწორედ ამის შედეგად. თბილისის მაჟორიტარები სწორედ იმის მიხედვით გადავწყვიტეთ, ვინ რომელ უბანში იქნება თუ რა გვიჩვენა კვლევებმა. მაგალითად, დავით სერგეენკოს მთელი თბილისის მასშტაბით, განსაკუთრებით, საბურთალოს რაიონში ჰქონდა მაღალი რეიტინგი ამიტომ გადავწყვვიტეთ, რომ დაგვეყენებინა მისი კანდიდატურა. იგივე იყო სოზარ სუბართან დაკავშირებით ის წლების განმავლობაში ცხოვრობდა სამგორის რაიონში. ასევე, კახი კახიშვილს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰქონდა პოზიტიური რეიტინგი, თუმცა განსაკუთრებული მხარდაჭერა ჰქონდა ისანში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.