რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზე გადავიდა. სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის პირველი ფენა დაიგო. ამის შესახებ ტვ4 წერს.
გზის 600 მეტრიან მონაკვეთზე სამუშაოებს შემსრულებელი კომპანია შპს “ენკო” აწარმოებს. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები მშვიდობის ქუჩაზე 3 აგვისტოს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ქუჩა, წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო და მისი რეაბილიტაცია, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო.
რეაბილიტაციის პროცესი 2018 წელს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ჰერიოსთან” ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო შეწყდა და მუნიციპალიტეტმა კომპანიასთან სამართლებრივი დავა დაიწყო. ტენდერი თავიდან გამოცხადდა და რეაბილიტაციის პროცესი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ენკომ” 2019 წლის ნოემბერში განაახლა.
მშვიდობის ქუჩის მთლიანი მონაკვეთის სიგრძე 1560 მეტრია. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.