ქუთაისის მერის პოსტზე, შესაძლოა, სოსო ხახალეიშვილის კანდიდატურა დასახელდეს

850

წინა სტატია

როგორც ცნობილი ხდება, ქუთაისის მერობის კანდიდატად მმართველმა ძალამ იმერეთის   რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი უკვე შეარჩია. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.

ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ჯერჯერობით, არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. კომენტარს არ აკეთებს არც სოსო ხახალეიშვილი.

პანდემიის პერიოდში იმერეთში საკუთარი განცხადებით თანამდებობა სამმა არჩეულმა მერმა დატოვა. ქუთაისის, თერჯოლის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერებმა თანამდებობების დატოვება ფეისბუკ სტატუსებით აცნობეს ამომრჩეველს.

ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობა 8 აპრილს დატოვა.

ქუთაისისა და თერჯოლის მოსახლეობას ახალი მერების არჩევა საპარლამენტო არჩევნებზე მოუწევთ, პროპორციული სიების და მაჟორიტარი დეპუტატების გარდა მათ არჩევანის გაკეთება მერობის კანდიდატების შორისაც მოუხდებათ.

რაც შეეხება ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, ვადების გამო აქ ახალი მერის არჩევა არ მოხდება და მერის მოვალეობას ისეც მერის მოადგილე შეარულებს.