შვიდწლიანი ლოდინის შემდეგ ადიგენის სოფლ გორგულში ახალი ხიდი აშენდა

421

ადიგენი-უდე-არალის საავტომობილო გზის 1 კმ-ზე, მდინარე ქვაბლიანზე, 11 სოფელთან დამაკავშირებელი ახალი ხიდი აშენდა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და სამუშაოებისთვის 531 904 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ე.წ გორგულის ხიდის რეაბილიტაციას ადგილობრივები 2014 წლიდან ითხოვდნენ, ავარიული ხიდით, შვიდი წლის განმავლობაში 11 სოფლის მოსახლეობა სარგებლობდა.

“არსებული ხიდი ვიწრო და დაზაინებული იყო, ხოლო მისი პარამეტრები ვერ აკმაყოფილებდა სატრანსპორტო მოთხოვნებს. ასევე, დაზიანებული იყო ხიდთან მისასვლელი გზებიც, არ გააჩნდა ტროტუარები, რაც ძალიან სახიფათოა როგორც ტრანსპორტის, ისე ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის. არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, აშენდა რკინა-ბეტონის ახალი ხიდი და ხიდთან მისასვლელი გზები, რომლის საერთო სიგრძე 30.7 მ-ია. მდინარე ქვაბლიანზე აშენებული ახალი ხიდი ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.