კასპის სოფელ გამდლისწყაროში ერთი საუბნო წყარო 150-ტონიანი რეზერვუარით შეიცვლება

549
ქვახვრელი, 25 მარტი, 2018 წელი, ამ ჭიდან ცენტრალური მილი ორი მიმართულებით ნაწილდება; გამანაწილებლიდან კი წყალი ჟონავს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გამდლისწყაროში მოსახლეობა წყლის გაუმჯობესებას ელის. მერიის ბიუჯეტის დაფინანსებით, 15-ტონიანი რეზერვუარი კეთდება.

სოფელში 50-მდე კომლი ცხოვრობს. მოსახლეობა ერთი საუბნო წყაროში სარგებლობს, ხოლო ჭა მხოლოდ ორ ოჯახს აქვს.

მერიის პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ყველა ოჯახი სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იქნება. სამუშაოების ღირებულება 308 175 ლარს შეადგენს.

ჭაბურღილის მშენებლობა კომპანია სს “სპეცჰიდრომშენმა” უკვე დაამთავრა, ამჟამად, რეზერვუარს აწყობენ.