გორში, სადგურის საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს ამ წლიდან მიიღებს

409

რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ, სადგურის ბაღი წელს აღსაზრდელების მიღებას შეძლებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს, 20 ივლისს დაიწყო. მშობლებს და მეურვეებს ბავშვების სასურველ ბაღში დარეგისტრირება ონლაინ შეუძლიათ.

ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, სადგურის საბავშვო ბაღი მუშაობის დაწყებისთვის სექტემბერში მზად იქნება. რაც შეეხება თანამშრომლებს, ლია კოვზიაშვილის თქმით, მათ სააგენტოში შესული განცხადებების საფუძველზე შეარჩევს.