ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანია - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში, მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, გურიის რეგიონში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები დაათვალიერა, ეკომიგრანტებს პროგრამის შედეგები გააცნო და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრი ადგილზე დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან და გურიის სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიასთან ერთად იმყოფებოდა. „დღეის მდგომარეობით...
23-დან 26 ივლისის ჩათვლით, გიორგი ჩიტაიას სახელობის ხალხური ყოფისა და ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე სახალხო ფესტივალი „არტ გენი“ ჩატარდება. ფესტივალზე დასწრების მსურველთათვის კუს ტბის გზის დასაწყისიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმამდე მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებს. ავტობუსები სტუმრებს 11:00-დან 23:00 საათამდე, არსებული ტარიფით - 50 თეთრით მოემსახურებიან.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, დაბა მანგლისში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. უწყების ცნობით, აშენდება 34 150 გრძივი მეტრი მკვებავი და ქსელის მოწყობისათვის საჭირო 48 273 გრძივი მეტრი გაზსადენი და 1 558 აბონენტს საშუალება მიეცემა, ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. მათი ინფორმაციით, სამუშაოების ღირებულება 11 მილიონ 500 ათასი ლარია. სამინისტროს ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია...
კორუფციულ გარიგებასა და ფუჭად დახარჯულ მილიონამდე ლარზე საუბრობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქედაში. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. პოლიტიკური პარტიის წევრებმა სამშაბათს განცხადება ცხმორისში გააკეთეს. მათი თქმით, ორი წლის წინ სასმელი წყლის მაგისტრალი აშენდა, თუმცა, მოსახლეობა მაინც წყლის გარეშეა. ადგილობრივების ინფორმაციით, სასმელი წყალი შეფერხებით ან საერთოდ არ მიეწოდებათ. ქედის მერიაში ამბობენ, რომ ოპონენტების განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. წყლის სისტემას ხარვეზები ჰქონდა და...
დაზიანებული გზის პრობლემა აქვთ ქედის სოფელ ქვედა აგარაში მცხოვრებლებს. როგორც ყვებიან, ამორტიზებულ გზაზე წვიმიან ამინდში გავლა საფრთხის შემცველია. გარდა ამისა, ფარტენაძეების ოჯახი საცხოვრებელ სახლთან საყრდენი კედლის მოწყობას ითხოვს, რადგან  გზიდან ქვა და მიწა საცხოვრებელ სახლთან ჩადის. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ოჯახს საყრდენი კედლის მოწყობასთან დაკავშირებით განცხადებით არ მიუმართავს, ადგილზე ვითარებას სპეციალისტები შეისწავლიან. რაც შეეხება გზის...
ქობულეთის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსმა ასლან ქათამაძემ თანამდებობა დატოვა. ის ამ პოზიციაზე 2014 წლიდან მუშაობს. ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე ამბობს, რომ ასლან ქათამაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება კანცელარიაში გუშინ დატოვა. მერი ფიქრობს, რომ შესაძლოა ასლან ქათამაძეს სხვა პოზიციაზე გადასვლის სურვილი აქვს. თანამდებობის დატოვებას ქობულეთის მერი მშენებლობების ნებართვების გაცემას არ უკავშირებს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა თანამდებობა ქობულეთის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა...
საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის თბილისი-სენაკი-ლესელიძის სოხუმის ქუჩისა და ც. დადიანის ქუჩის საზღვრის მონაკვეთიდან, ც. დადიანისა და თეატრის ქუჩების კვეთამდე, თავისი შესახვევებით (ლ. ბერიას ქუჩა, მ. გორკის ქუჩა, გ. ღურწკაიას ქუჩა, ე. ნინოშვილის ქუჩა) გზის სავალი ნაწილი სრულად ჩაიკეტება. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, შეზღუდვა იმოქმედებს 22 ივლისის 10:00 საათიდან 24 ივლისის ჩათვლით. ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეეძლებათ გადაადგილდნენ რ. ლაღიძის, შ....
2020 წელს სოფლის პროგრამის ფარგლებში გარეგანათება გორის მუნიციპალიტეტის 32 სოფელში მოეწყობა. აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. სამუშაოები არბოში, ახალდაბაში, ბნავისში, ბროწლეთში, დიდ მეჯვრისხევში, ძევერაში, ფლავში, ფუხაანთუბანში, კარალეთში, კვარხეთში, მარანაში, მეღვრეკისში, ოლოზში, პატარა გარეჯვარში, ქიწნისში, ქორდში, ქვახვრელში, ქვემო შავშვებში, ზემო და ქვემო სობისში, საქაშეთში, სათემოში, შავშვებში, სვენეთში, ტირძნისში, უფლისციხეში, წედისში, წითელუბანში, ყელქცეულში, ზარდიაანთკარში, ზემო ხვითსა და ზერტში მიმდინარეობს. 32 სოფლიდან გარეგანათების სამუშაოები ნაწილში გრძელდება, ნაწილში კი სრულდება. პროექტის ღირებულება 456 007...
გალის დეფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციიდან ომარ ბგანბა გათავისუფლდა. ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასლან ბჟანიამ ამავე თანამდებობაზე უკვე დანიშნა კონსტანტინ ფილია. კონსტანტინ ფილია 2012 წლიდან სოხუმის ე.წ. საკრებულოს თავმჯდომარე იყო. უფრო ადრე კი დეფაქტო პარლამენტის დეპუტატი. ის პარტია "ერთიანი აფხაზეთის" წარმომადგენელია. მონაწილეობდა 1992-1993 წლების აფხაზეთის ომში.
წინა სტატია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული კანდიდატების უმრავლესობას "ნაციონალური მოძრაობიდან" პორტირებულები უწოდა, მათ შორის დაასახელა გორისა და კასპის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ხოჯევანიშვილიც, რომელიც ამჟამად შიდა ქართლის სახელწმიფო რწმუნებულია. უგულავას განცხადებით, ძმები ხოჯევანიშვილები მაღალ თანამდებობებს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში იკავებდნენ. "ივანიშვილს მაჟორიტარების ადგილებზე სჭირდება ფულიანი, მინი ოლიგარქები, რომლებსაც საგადასახადოთი, სუსით, პროკურატურით ადვილად დააშანტაჟებს. ამ პრინციპითაა ყველა იქ...
გორში, ვერხვების დასახლებაში ფანჩატურების მოსაწყობად 15 314 ლარი დაიხარჯება. შესაბამისი ტენდერი გორის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ვერხვების დასახლებაში 3 ფანჩატურის მოსაწყობად ადგილობრივ ხელისუფლებას 15 314 ლარი აქვს გათვალისწინებული. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ფანჩატურები ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოაწყოს.
სერიოზულად მკაცრდება მეთვალყურეობა ბაზრობებზე, რომ შესაბამისი პირობები ყველგან დაცული იყოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, დაწესდება სერიოზული მეთვალყურეობა და დარღვევებზე ჯარიმებიც იქნება გათვალისწინებული. „შესვლისას თერმოსკრინინგი; ყველა პირებადეებით; ყველა მაღაზიაში, თუ დახლთან პირბადეებით მუშაობა; სოციალური დისტანცირება; ერთმანეთთან ახლოს არყოფნა და ხელების ხშირი დამუშავება სანიტაიზერებით – ეს აუცილებელია და ამაზე იქნება ძალიან სერიოზული მეთვალყურეობა, შესაბამისი ჯარიმებიც, შესაბამისი აღსრულებითი ღონისძიებები და ასე შემდეგ....
დედაქალაქის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ მერია მუშაობს თბილისის ზღვის სანიტარული წესების შემუშავებაზე, რომელიც ასევე ითვალისწინებს უსაფრთხოების სტანდარტსაც. როგორც ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, შემუშავებული წესები თბილისის საკრებულოში მალე გადაიგზავნება. „ჩვენ ვამუშავებთ თბილისის ზღვის სანიტარული წესებზე, რომელიც ასევე ითვალისწინებს უსაფრთხოების სტანდარტსაც თბილისის ზღვაზე, კონკრეტულ ადგილებზე. შემუშავებული წესები, საკრებულოში მალე გაიგზავნება, რომელსაც საკრებულოს დამტკიცების შემდეგ მუნიციპალიტეტი უკვე აღასრულებს. როგორი წესიც დამტკიცდება, იმის მიხედვით მოვაწყობთ...
წინა სტატია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის, ყარაჯალარის, აღთაკლიასა და ყარათაკლიას, ჩაკეტვა გახდეს საჭირო. გამყრელიძის თქმით, თუ მათ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარების საშუალება არ ექნებათ, მაშინ ერთადერთი გამოსავალი ამ დასახლებების ჩაკეტვა იქნება. კერძოდ, გამყრელიძის თქმით, გუშინ 350 ნიმუშზე მეტის აღება ვერ მოხერხდა, მაშინ, როცაც ექვს ბრიგადას 700-დან 1000 ნიმუშამდე...
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დაბა წაღვერში, ადგილობრივების გადაწყვეტილებით, საფეხმავლო ხიდის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის პერესსამსახურის ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა მოაჯირი, დამცავი კედელი, კიბეები, ფეხით სავალი ნაწილი, რკინა-ბეტონის ბურჯები და პანდუსი. მათი ინფორმაციით, საფეხმავლო ხიდის მოწყობით სამუშაოებს, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი და მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი ადგილზე გაეცნენ. „2020 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, თითოეულ...
რუსთავში კოსტავას განახლებული ქუჩა საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი,  ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა დაესწრნენ. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ღონისძიება ველორბოლით დაიწყო. ქუჩის შუაგამყოფ ზოლში მოწყობილ სკვერში, რუსთაველმა მუსიკოსებმა სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიციები შეასრულეს. მოეწყო ძველი რუსთავის ფოტოების გამოფენაც. ველორბოლის დასრულების შემდეგ კი რუსთაველი ველომოყვარულების დაჯილდოების ღონისძიებაც გაიმართა. კოსტავას გამზირის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ