ხმალაძე: მერია მუშაობს თბილისის ზღვის სანიტარული წესების შემუშავებაზე, რომელიც ითვალისწინებს უსაფრთხოების სტანდარტსაც

379

დედაქალაქის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ მერია მუშაობს თბილისის ზღვის სანიტარული წესების შემუშავებაზე, რომელიც ასევე ითვალისწინებს უსაფრთხოების სტანდარტსაც.

როგორც ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, შემუშავებული წესები თბილისის საკრებულოში მალე გადაიგზავნება.

„ჩვენ ვამუშავებთ თბილისის ზღვის სანიტარული წესებზე, რომელიც ასევე ითვალისწინებს უსაფრთხოების სტანდარტსაც თბილისის ზღვაზე, კონკრეტულ ადგილებზე. შემუშავებული წესები, საკრებულოში მალე გაიგზავნება, რომელსაც საკრებულოს დამტკიცების შემდეგ მუნიციპალიტეტი უკვე აღასრულებს. როგორი წესიც დამტკიცდება, იმის მიხედვით მოვაწყობთ თბილისის ზღვაზე ინფრასტრუქტურას“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.