2020 წელს სოფლის პროგრამის ფარგლებში გარეგანათება გორის მუნიციპალიტეტის 32 სოფელში მოეწყობა. აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სამუშაოები არბოში, ახალდაბაში, ბნავისში, ბროწლეთში, დიდ მეჯვრისხევში, ძევერაში, ფლავში, ფუხაანთუბანში, კარალეთში, კვარხეთში, მარანაში, მეღვრეკისში, ოლოზში, პატარა გარეჯვარში, ქიწნისში, ქორდში, ქვახვრელში, ქვემო შავშვებში, ზემო და ქვემო სობისში, საქაშეთში, სათემოში, შავშვებში, სვენეთში, ტირძნისში, უფლისციხეში, წედისში, წითელუბანში, ყელქცეულში, ზარდიაანთკარში, ზემო ხვითსა და ზერტში მიმდინარეობს.
32 სოფლიდან გარეგანათების სამუშაოები ნაწილში გრძელდება, ნაწილში კი სრულდება. პროექტის ღირებულება 456 007 ლარია. ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს “აკაენერჯიმ“, სამუშაოები აგვისტოს ბოლომდე უნდა დაასრულოს.
მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტში „სოფლის პროგრამის“ ფარგლებში ჯამში 115 ინფრასტრუქტურული პროქტი განხორციელდება. სამუშაოებს 1 596 000 ლარი მოხმარდება.