გალის დეფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციიდან ომარ ბგანბა გათავისუფლდა. ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასლან ბჟანიამ ამავე თანამდებობაზე უკვე დანიშნა კონსტანტინ ფილია.
კონსტანტინ ფილია 2012 წლიდან სოხუმის ე.წ. საკრებულოს თავმჯდომარე იყო. უფრო ადრე კი დეფაქტო პარლამენტის დეპუტატი.
ის პარტია “ერთიანი აფხაზეთის” წარმომადგენელია. მონაწილეობდა 1992-1993 წლების აფხაზეთის ომში.