დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის, ყარაჯალარის, აღთაკლიასა და ყარათაკლიას, ჩაკეტვა გახდეს საჭირო.
გამყრელიძის თქმით, თუ მათ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარების საშუალება არ ექნებათ, მაშინ ერთადერთი გამოსავალი ამ დასახლებების ჩაკეტვა იქნება.
კერძოდ, გამყრელიძის თქმით, გუშინ 350 ნიმუშზე მეტის აღება ვერ მოხერხდა, მაშინ, როცაც ექვს ბრიგადას 700-დან 1000 ნიმუშამდე აღების შესაძლებლობა აქვს.
„სამწუხაროდ, მოსახლოებაში კვლევებზე ცუდი დამყოლობაა. გაფართოებული კვლევები დავიწყეთ. გვინდოდა, 7000 მოსახლე ამ კვირაში სრულად გამოგვეკვლია. შემხვედრი ნაბიჯები არ იდგემა და 350 ნიმუშზე მეტი ვერ აიღეს. არ გამოვრიცავ ამ რადიკალური ღონისძიებების გატარებას. თუ დამყოლობა არ იქნა სოფლის მოსახლეობის მხრიდან, არ მოგვეცა საშუალება, რომ გამოვიკვლიოთ, ფართომასშტაბიანი კვლევა ვაწარმოოთ ამ დასახლებაში, მაშინ ერთადერთი ნაბიჯი არის ამ სამი სოფლის იზოლირება, ჩაკეტვა. ამაზე იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, მაგრამ მანამდე მოახლეობას ვთხოვთ, რომ იყოს მეტი დამყოლობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
„არ გამოვრიცხავ ამ რადიკალური ღონისძიების გატარებას, თუ დამყოლობა არ იქნება სოფლის მოსახლეობის მხრიდან, არ მოგვეცა საშუალება, რომ გამოვიკვლიოთ და ფართომასშტაბიანი კვლევები ვაწარმოოთ ამ დასახლებაში, მაშინ ერთადერთი ნაბიჯი რა თქმა უნდა, არის ამ სამი სოფლის იზოლირება, ჩაკეტვა. ამაზე იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მანამდე კიდევ ერთხელ ვთხოვთ მოსახლეობას, რომ იყოს მეტი დამყოლობა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირების სულ 23 შემთხვევაა, აქედან 14 სოფელ ყარაჯალარში დაფიქსირდა.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1073 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 907 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 15 ადამიანი.