გორში, ვერხვების დასახლებაში ფანჩატურების მოსაწყობად 15 314 ლარი დაიხარჯება. შესაბამისი ტენდერი გორის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ვერხვების დასახლებაში 3 ფანჩატურის მოსაწყობად ადგილობრივ ხელისუფლებას 15 314 ლარი აქვს გათვალისწინებული.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ფანჩატურები ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოაწყოს.