კორუფციულ გარიგებასა და ფუჭად დახარჯულ მილიონამდე ლარზე საუბრობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქედაში. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
პოლიტიკური პარტიის წევრებმა სამშაბათს განცხადება ცხმორისში გააკეთეს. მათი თქმით, ორი წლის წინ სასმელი წყლის მაგისტრალი აშენდა, თუმცა, მოსახლეობა მაინც წყლის გარეშეა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სასმელი წყალი შეფერხებით ან საერთოდ არ მიეწოდებათ.
ქედის მერიაში ამბობენ, რომ ოპონენტების განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. წყლის სისტემას ხარვეზები ჰქონდა და ის გამოსწორებულია, შეფერხებები კი წყლის დებეტის კლების გამოა.
ცნობისთვის, წყლის მაგისტრალის მშენებლობისთვის 800 000 ლარი დაიხარჯა.