ზუგდიდში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა 2 დღით აიკრძალა

352

საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის თბილისი-სენაკი-ლესელიძის სოხუმის ქუჩისა და ც. დადიანის ქუჩის საზღვრის მონაკვეთიდან, ც. დადიანისა და თეატრის ქუჩების კვეთამდე, თავისი შესახვევებით (ლ. ბერიას ქუჩა, მ. გორკის ქუჩა, გ. ღურწკაიას ქუჩა, ე. ნინოშვილის ქუჩა) გზის სავალი ნაწილი სრულად ჩაიკეტება. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

ამავე ცნობით, შეზღუდვა იმოქმედებს 22 ივლისის 10:00 საათიდან 24 ივლისის ჩათვლით. ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეეძლებათ გადაადგილდნენ რ. ლაღიძის, შ. რუსთაველისა და მ. კოსტავას ქუჩებით.