დაზიანებული გზის პრობლემა აქვთ ქედის სოფელ ქვედა აგარაში მცხოვრებლებს. როგორც ყვებიან, ამორტიზებულ გზაზე წვიმიან ამინდში გავლა საფრთხის შემცველია. გარდა ამისა, ფარტენაძეების ოჯახი საცხოვრებელ სახლთან საყრდენი კედლის მოწყობას ითხოვს, რადგან გზიდან ქვა და მიწა საცხოვრებელ სახლთან ჩადის. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ოჯახს საყრდენი კედლის მოწყობასთან დაკავშირებით განცხადებით არ მიუმართავს, ადგილზე ვითარებას სპეციალისტები შეისწავლიან.
რაც შეეხება გზის კეთილმოწყობას დეპარტამენტი, დაზიანებულ გზაზე ბეტონის საფარის დაგებას, წელს გეგმავს.