ქობულეთის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსმა ასლან ქათამაძემ თანამდებობა დატოვა. ის ამ პოზიციაზე 2014 წლიდან მუშაობს.
ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე ამბობს, რომ ასლან ქათამაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება კანცელარიაში გუშინ დატოვა.
მერი ფიქრობს, რომ შესაძლოა ასლან ქათამაძეს სხვა პოზიციაზე გადასვლის სურვილი აქვს.
თანამდებობის დატოვებას ქობულეთის მერი მშენებლობების ნებართვების გაცემას არ უკავშირებს.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა თანამდებობა ქობულეთის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზაზა კაიკაციშვილმაც დატოვოს, თუმცა, დღეს, ეს ინფორმაცია არც კაიკაციშვილმა და არც მერმა არ დაადასტურეს.