წინა სტატია ზუგდიდის ტექნოპარკში ​სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა 2 წლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. ალექსანდრე მოწერელიამ ყურადღება გაამახვილა თანამდებობაზე მისი ყოფნის პერიოდში მიღწეულ მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც ორი წლის განმავლობაში მოხდა. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს. ერთ-ერთ ასეთ საკითხად სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის "პერიფერიული საზღვაო რეგიონების კავშირ "CPMR"-ში (Conference of peripheral maritime regions) გაწევრიანება დაასახელა. მისი განმარტებით, "CPMR" წარმოადგენს...
"ქართული ოცნების" შემომწირველმა შპს "ბეტკომ" 4 მილიონის ტენდერები უკონკურენტოდ მოიგო, 6,5 მილიონის კი - კონკურენტების დისკვალიფიკაციით, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. მათი ცნობით, კომპანია "ბეტკომ" 2013 წლიდან დღემდე 58 ტენდერი მოიგო. აქედან 16 ტენდერში კომპანიამ უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ირკვევა, რომ "ქართული ოცნების" შემომწირველები არიან როგორც კომპანიის ყოფილი მეწილე, მიხეილ კირვალიძე, ასევე ახლანდელი მეწილე ვახტანგ მარჯანიძეც. "როგორც კომპანიის ყოფილი მეწილე მიხეილ...
ჩოხატაურის სოფელ ქვაბღაში სანიაღვრე არხებისა და ბეტონის გზის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, ქვაბღაში 547 000 ლარის ღირებულების ბეტონის გზის მშენებლობა განხორციელდება. სამუშაოები, რომლებიც საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მთის განვითარების ფონდიდან ფინანსდება, ითვალისწინებს 1760 გრძივი მეტრი ბეტონის საფარის მოწყობას. მომავალ წელს განხორციელდება პროექტის მეორე ნაწილი. სამუშაოებს, რომელიც სექტემბრის ბოლოს დასრულდება, კომპანია „ელიტ ბილდერს გრუპი“ ასრულებს.
video
ყველაზე მეტი პასიური დეპუტატი ქობულეთის საკრებულოშია. კვლევის შედეგებს ა/ო „საზოგადოებრივი განვითარების აკადემია“ აქვეყნებს. რატომ არ აქვთ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს ინიციატივები? რატომ არ სვამენ შეკითხვებს და რატომ არ გამოხატავენ აზრს? "ქართულ ოცნებაში" მიზეზებს ვერ ხსნიან, ოპოზიციაში კი ამტკიცებენ, რომ მესამე სექტორს მონაცემები მუნიციპალიტეტის საკრებულომ არასრულად მიაწოდა. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.   სიუჟეტში ნათქვამია, რომ კვლევის პირველივე ფურცლებზე ქობულეთი პირველობას არ თმობს....
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“  აცხადებენ, რომ ხელვაჩაურის მერიას პანდემიის დროს სარეზერვო ფონდით არ უსარგებლია. მიშა ბოლქვაძე ამ ინფორმაციას უწყებიდან გამოთხოვილ საჯარო დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. იგი ირწმუნება,  რომ მერია თანხების დახარჯვას წინასაარჩევნოდ აპირებს და ამ გზით ამომრჩევლების მოსყიდვას გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  ოპოზიციონერი დეპუტატი ასევე საუბრობს სამივლინებო ხარჯებზე, საწვავზე და სახელფასო დანამატებზე, რაზეც მიხეილ ბოლქვაძის თქმით, 2013 წლიდან დღემდე...
წინა სტატია შშმ პირთა შესახებ კანონი, რომელსაც არა მხოლოდ შშმ პირთა თემი, არამედ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ათეულობით წლის განმავლობაში ელოდა, გამოქვეყნებულია, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თეა წულუკიანმა „შშმ პირთა შესახებ“ საქართველოს კანონის შემუშავების მიზნით იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით, სამთავრობო უწყებებთან ერთად, გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრა და იმ სიახლეებს გაუსვა ხაზი, რაც მოცემული...
დუშეთის მუნიციპალიტეტის ნომერ პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ 868 848 ლარია, ხოლო პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითრების ფონდიდან დაფინანსდება. “ვაჟა-ფშაველას სახელობის ისტორიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში,რომელიც ამორტიზებულია, სარეაბილიტაციო სამუშაოები როგორც შიდა ისე გარე ნაწილში ჩატარდება. სკოლა აღიჭურვება ახალი ინვენტარით და ის ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები გათვალისწინებულ ვადებში 365 დღეში უნდა...
„კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ძიძიგურის თქმით, „კონსერვატიულ პარტიას“ აუცილებლად ეყოლება მაჟორიტარობის კანდიდატები იმდენ ოლქში, რამდენსაც პარტია ფინანსურად გაწვდება. „კონსერვატორების პარტიას“ მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება და დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებში, ყოველგვარი ალიანსის, ბლოკის და ურთიერთობების გარეშე. მიგვაჩნია, რომ ის ღირებულებები, ის თემები, რომლებიც „კონსერვატორებს“ გვაქვს გასაცოცხლებელი ამ სარჩევნოდ, ეს არ არის არცერთი პარტიის ინტერესებთან თანხვედრაში. მიგვაჩნია, რომ...
კუს ტბის საბაგირო გზა, რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, 29 ივლისს მგზავრებს ვერ მოემსახურება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, კუს ტბის საბაგირო გზა მუშაობას ჩვეული რეჟიმით 30 ივლისს განაახლებს. „თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!“- ნათქვამია ინფორმაციაში.
სამგორის რაიონის გამგეობა ქვემო სამგორში სკვერებისა და დასასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს. ამჯერად, ახალი სკვერები ქინძმარაულისა და ბაბუციძის ქუჩებზე გაიხსნა. გამგეობის ცნობით, ქინძმარაულის N10-ის მიმდებარედ 1 500 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო, რომელშიც საბაღე სკამები და ურნები განთავსდა. გამწვანებულ ტერიტორიაზე დამონტაჟდა გარეგანათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, ასევე, სკვერის შესასვლელებში ტროტუარები და ბორდიური მოეწყო. პროექტის შესრულებისთვის სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 123...
ილია წინამძღვრიშვილის კოლეჯი ძველ სიცოცხლეს იბრუნებს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად 1877 წლით დათარიღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას იწყებს. მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯს ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერეს ისტორიული ძეგლი და გაეცნენ დაგეგმილ სარეაბილიტაციო პროექტს, - ინფორმაციას მცხეთა-მთაიანეთის მხარის...
სამგორის რაიონის გამგეობა ვარკეთილში საგზაო ინფრასტრუქტურას სხვადასხვა მისამართზე აწესრიგებს. გამგეობის ცნობით, ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში, N20 კორპუსის ეზოში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე 1000 კვ.მ ფართობზე ასფალტის პირველი ფენა დაიგო; ასევე, ეწყობა ტროტუარი და ბორდიური. პროექტის ღირებულება 50 ათასი ლარია და მას გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „არსაკიძე 2000“ ასრულებს. გარდა ამისა, საგზაო სამუშაოები უკვე დასრულდა ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონის N24, N28, N29 და N30 კორპუსების...
ისნის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ყვარლის ქუჩა N 107 ბ - ს მიმდებარედ სკვერი მოეწყო. გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად საბავშვო მოედანი, დასასვენებელი სივრცე, განათება და რკინა-ბეტონის კიბე გაკეთდა. აღნიშნული პროექტისთვის ისნის რაიონის გამგეობიდან 107 800 ლარი დაიხარჯა. https://www.facebook.com/DistrictofIsani/posts/3198449910224641?__xts__=68.ARC_0zTxL8HxO7Wu3yLH772URFrtV4bjn3dcZjlU-pBVJKpBgxnb-mDCixPWIwTGv4uj0s8oq0ru7FuWwqAw64H6BV34eTd6fSAD2OvVc_f6_pEz3zXe_obovbcaZeokl9jNWQe3VuIhhu0zNveOWwqCFTtb4VWux5M-qUg3Zhtu6rbxY2c7TSTgnLjEyZz_CKLyaGMaK_f5EcfGsrsLvKJFVGOK4uHcWJwlqrtFNmhsvXi-8o7lVIwI2oTAmV-LEByPa8QrGo8dCAQOixB9PXdopCNiJXQmo-hSpjMghnfWNxqrngLhj98AZ-M8GgrZyWChZGYNfgx-1ncPoDD-n9_txA&__tn__=-R
იმერეთში, მუნიციპალიტეტების მერიებმა საჯარო სკოლაში სველი წერტილების რეკონსტრუქციაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადეს. ახალი სასწავლო წლიდან, ქუთაისში განახლებული სველი წერტილები 31-ე, მე-40, მე-11 და მე-16 საჯარო სკოლებს ექნება. მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი, მერაბ ნუცუბიძე ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ მათ სკოლაში სველი წერტილების რეკონსტრუქცია გასული წლის სექტემბერში დაიგეგმა. "ძირითადად, მოწესრიგებული გვქონდა საპირფარეშოების საკითხი. უბრალოდ, დამატებით კარების შეცვლა გვინდოდა და გვიკეთებს ახლა მერია", - ამბობს მერაბ...
ჩუღურეთის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ამჟამად, გოგი დოლიძის ქუჩაზე 3 000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. გამგეობის ცნობიტ, პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკი. ძველ ამორტიზებულ გზის საფარს კი ახალი ორფენიანი ასფალტი ჩაანაცვლებს. „ოქროს უბანში, გოგი დოლიძის ქუჩაზე ორფენიანი ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც უკვე იცით, გოგოლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ მის...
წინა სტატია ხვამლის ციხე-ქვაბულს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე დიდნაურის ნაქალაქარსა და წედისის ციხის კომპლექსს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. მათ ეს კატეგორია საქართველოს მთავრობის სპეციალური დადგენილების მიხედვით მიენიჭათ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისაად. ნაქალაქარი აღმოაჩინეს 2014 წელს. სატელიტური გადაღებების განხილვის შედეგად აღმოჩნდა მასშტაბური დასახლება. წედისის ციხესიმაგრე გორის მუნიციპალიტეტის  სოფელ გარდატენის  ჩრდილოეთით, კლდოვანი მთის თხემზეა აგებული. იგი X საუკუნის ნაგებობაა. ხვამლი, იგივე ხომლი — კირქვული...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ