ხვამლის ციხე-ქვაბულს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე დიდნაურის ნაქალაქარსა და წედისის ციხის კომპლექსს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.
მათ ეს კატეგორია საქართველოს მთავრობის სპეციალური დადგენილების მიხედვით მიენიჭათ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისაად.
ნაქალაქარი აღმოაჩინეს 2014 წელს. სატელიტური გადაღებების განხილვის შედეგად აღმოჩნდა მასშტაბური დასახლება.
წედისის ციხესიმაგრე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარდატენის ჩრდილოეთით, კლდოვანი მთის თხემზეა აგებული. იგი X საუკუნის ნაგებობაა.
ხვამლი, იგივე ხომლი — კირქვული მასივი ლეჩხუმში მხარის დასავლეთ ნაწილში, ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიაზე მდებარეობს. სიმაღლე 2002 მ. აგებულია ცარცული კირქვებით. სამხრეთისკენ აჩენს 300 მ. სიმაღლის ქარაფს, სადაც მდებარეობს ხვამლის ისტორიული ქვაბ-სახიზარი.