ჩოხატაურის სოფელ ქვაბღაში სანიაღვრე არხებისა და ბეტონის გზის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, ქვაბღაში 547 000 ლარის ღირებულების ბეტონის გზის მშენებლობა განხორციელდება. სამუშაოები, რომლებიც საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მთის განვითარების ფონდიდან ფინანსდება, ითვალისწინებს 1760 გრძივი მეტრი ბეტონის საფარის მოწყობას.
მომავალ წელს განხორციელდება პროექტის მეორე ნაწილი. სამუშაოებს, რომელიც სექტემბრის ბოლოს დასრულდება, კომპანია „ელიტ ბილდერს გრუპი“ ასრულებს.