ისნის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ყვარლის ქუჩა N 107 ბ – ს მიმდებარედ სკვერი მოეწყო.
გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად საბავშვო მოედანი, დასასვენებელი სივრცე, განათება და რკინა-ბეტონის კიბე გაკეთდა.
აღნიშნული პროექტისთვის ისნის რაიონის გამგეობიდან 107 800 ლარი დაიხარჯა.