ჩუღურეთის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ამჟამად, გოგი დოლიძის ქუჩაზე 3 000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.
გამგეობის ცნობიტ, პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკი. ძველ ამორტიზებულ გზის საფარს კი ახალი ორფენიანი ასფალტი ჩაანაცვლებს.
„ოქროს უბანში, გოგი დოლიძის ქუჩაზე ორფენიანი ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც უკვე იცით, გოგოლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ მის გაგრძელებას, ანუ გოგი დოლიძის ქუჩასაც დავაგებდით და დანაპირებს ვასრულებთ. ჯამში, ორივე ქუჩაზე 6 000 კვადრატულ მეტრზე ახალი, ორფენიანი ასფალტის საფარით ისარგებლებს მოსახლეობა, ხოლო საშემოდგომო რგვების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეები დაირგვება“, – განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.
სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 130 000 ლარია.