კუს ტბის საბაგირო გზა ხვალ მგზავრებს ვერ მოემსახურება

905

კუს ტბის საბაგირო გზა, რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, 29 ივლისს მგზავრებს ვერ მოემსახურება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, კუს ტბის საბაგირო გზა მუშაობას ჩვეული რეჟიმით 30 ივლისს განაახლებს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!“- ნათქვამია ინფორმაციაში.