სამგორის რაიონის გამგეობა ვარკეთილში საგზაო ინფრასტრუქტურას სხვადასხვა მისამართზე აწესრიგებს.
გამგეობის ცნობით, ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში, N20 კორპუსის ეზოში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე 1000 კვ.მ ფართობზე ასფალტის პირველი ფენა დაიგო;
ასევე, ეწყობა ტროტუარი და ბორდიური. პროექტის ღირებულება 50 ათასი ლარია და მას გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „არსაკიძე 2000“ ასრულებს.
გარდა ამისა, საგზაო სამუშაოები უკვე დასრულდა ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონის N24, N28, N29 და N30 კორპუსების მიმდებარედ, სადაც ასფალტის საფარი 1140 კვ.მ ფართობზე დაიგო. აღნიშნული პროექტის ღირებულება ლარია.
სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ “ენდი როუდი” შეასრულა.