წინამძღვრიაანთკარში, საქართველოში პირველი პროფესიული კოლეჯის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია იწყება

614

ილია წინამძღვრიშვილის კოლეჯი ძველ სიცოცხლეს იბრუნებს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად 1877 წლით დათარიღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას იწყებს.

მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯს ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერეს ისტორიული ძეგლი და გაეცნენ დაგეგმილ სარეაბილიტაციო პროექტს, – ინფორმაციას მცხეთა-მთაიანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სახელწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 1.191 ათასი ლარით შენობა დაიბრუნებს პირვანდელ სახეს და მასში განთავსდება საკონფერენციო და სამუზეუმო დარბაზები, ხოლო შენობის პირველ სართულზე განთავსებულ უძველეს მარანში მოეწყობა სამუზეუმო სივრცეები და ტექნოლოგიური ლაბორატორიები.