ქვემო სამგორში ქინძმარაულისა და ბაბუციძის ქუჩებზე ახალი სკვერები მოეწყო

1666

სამგორის რაიონის გამგეობა ქვემო სამგორში სკვერებისა და დასასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს. ამჯერად, ახალი სკვერები ქინძმარაულისა და ბაბუციძის ქუჩებზე გაიხსნა.

გამგეობის ცნობით, ქინძმარაულის N10-ის მიმდებარედ 1 500 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო, რომელშიც საბაღე სკამები და ურნები განთავსდა.

გამწვანებულ ტერიტორიაზე დამონტაჟდა გარეგანათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, ასევე, სკვერის შესასვლელებში ტროტუარები და ბორდიური მოეწყო. პროექტის შესრულებისთვის სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 123 723 ლარი გამოიყო. სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანია „ალგე ჯგუფმა“ განახორციელა.

ამასთან, დასასვენებელი სივრცე ბაბუციძის N12-ის მიმდებარედაც მოეწყო. ტერიტორიაზე სკამები და ურნები განთავსდა, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და გარეგანათების სისტემა. პროექტის ღირებულება 15 700 ლარია; სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანია „ალგე ჯგუფმა“ შეასრულა.

გარდა ამისა, გამგეობის ინფორმაციით, სამგორის გამგეობამ ქვემო სამგორში მიმდინარე წელს 9 სკვერი მოაწყო: ოცხელების ქ. N30; ქინძმარაულის მეორე შესახვევის N9; წმინდა ბარბარეს უბნის N123; წმ. ბარბარეს უბნის N135; ქინძმარაულის შესახვევი N10; ბაბუციძის ქ. N12; ნაკადულის ქ. N2ა;  მოსკოვის გამზირის მე-4 კვარტალი, N3, 6, 7; ჭიჭინაძის ქ. N1.