„კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.
ძიძიგურის თქმით, „კონსერვატიულ პარტიას“ აუცილებლად ეყოლება მაჟორიტარობის კანდიდატები იმდენ ოლქში, რამდენსაც პარტია ფინანსურად გაწვდება.
„კონსერვატორების პარტიას“ მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება და დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებში, ყოველგვარი ალიანსის, ბლოკის და ურთიერთობების გარეშე. მიგვაჩნია, რომ ის ღირებულებები, ის თემები, რომლებიც „კონსერვატორებს“ გვაქვს გასაცოცხლებელი ამ სარჩევნოდ, ეს არ არის არცერთი პარტიის ინტერესებთან თანხვედრაში. მიგვაჩნია, რომ მარტო უნდა წავიდეთ არჩევნებში. ჩვენ აუცილებლად გვეყოლება მაჟორიტარი კანდიდატები იმდენ ოლქში რამდენზეც ფინანსები გაგვწვდება. რაც შეეხება იმას, ვიქნები თუ არა მე მაჟორიტარი კანდიდატი, გეტყვით, რომ მე ამ წუთას ვარ „კონსერვატიული პარტიის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და ჩემი საქმიანობა თუ მომცემს შესაძლებლობას, რომ ვიყო მაჟორიტარობის კანდიდატი, მაშინ ვიქნები. მაგრამ დიდი ალბათობით მე მაჟორიტარობის ფუფუნების საშუალება არ მექნება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.