ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში, მშენებარე ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე, მოსახლეობამ აქცია გუშინ გამართა. ისინი კომპენსაციების გაცემას ითხოვენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. მოსახლეობა აცხადებს, რომ პროექტის დაწყებისას ფულადი კომპენსაციები იმ მიწის ნაკვეთებზე მიიღეს, რომლებიც ნაგავსაყრელის ტერიტორიისთვის გამოყენებულია. ნაგავსაყრელის მიმდებარედ მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს კომპენსაცია საერთოდ არ აუღია, ნაწილმა კი თანხა არასრულად მიიღო. მათი ინფორმაციით, რამდენჯერმე მიმართეს აჭარის ეკონომიკის სამინისტროს და ნარჩენების მართვის კომპანიის ხელმძღვანელობას, თუმცა, უშედეგოდ. შპს...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში, ერთ-ერთ უბანში წყლის სისტემის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. უბანში სადაც, 80- მდე ოჯახი ცხოვრობს სასმელი წყალი არ არის და მაცხოვრებლები მეზობელი უბნებიდან ეზიდებიან. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჭაბურღილის, საქლორატორის, წყალსადაწნეო კოშკის, სანიტარული ზონისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობა. რისთვისაც ადგილობრივ ხელისუფლებას 352 600  ლარი აქვს გათვალისწინებული.
წინა სტატია გორის თეტრის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა სექტემბრისთვის დაიწყება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. თეატრის დირექტორის, გიორგი წვერავას განმარტებით, ამის შესახებ დაპირება გუბერნატორის და ახლა უკვე გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატისგან მიიღეს. გორის თეატრში განმარტავენ, რომ გასულ წელს პროექტის შედგენისთვის საჭირო თანხა კულტურის სამინისტრომ გამოყო, თუმცა პანდემიის გამო ამ თანხის აღნიშნული მიზნითვის გამოყენება ვეღარ მოხერხდა. გორის თეატრის რეაბილიტაცია გასული წლის დასაწყისში დაიგეგმა, რა დროსაც...
ქუთაისის მერიამ ფეხბურთის ფედერაციას პარლამენტის უკან არსებული მიწის ნაკვეთი გადასცა. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, 62 500 კვ.მ ტერიტორიაზე ფედერაცია სპორტულ კომპლექსს ააშენებს. დაგეგმილია სამი ან ოთხი სპორტული მოედნის მშენებლობა, ასევე, გათვალისწინებულია საცხოვრებელი კორპუსი მოსწავლეებისთვის და სრული ინფრასტრუქტურა სპორტული კომპლექსისთვის. საფეხბურთო აკადემიაში სწავლა ფეხბურთით დაინტერესებულ მორზარდებს შეეძლებათ. ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის, მირზა მამასახლისის თქმით, ფედერაცია ტერიტორიაზე 2021 წლამდე ხუთი მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობას დებს.
ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულან, ზვიად შალამბერიძესთან შეხვედრაზე, წინასაარჩევნო პროცესები შეაფასა და არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ ის ცვლილებები, რაც საარჩევნო კოდექსში შევიდა მნიშვნელოვანია, თუმცა, რეკომენდაციების ბოლომდე გათვალისწინება არ მოხდა. ელჩის თქმით, ახლა ჯერი იმაზე დგას, რამდენად თავისუფლად შეძლებს ამომრჩეველი არჩევანის გაკეთებას. "ძალიან მოხარული ვართ, რომ პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები. მიუხედავად იმისა, რომ ამ...
video
ცხოვრება სიცოცხლისთვის რისკის შემცველ გარემოში. ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის 52 ნომერში არსებული სახლი ყოველდიურად ინგრევა. შენობას უკვე ჭერი აღარ აქვს. დარჩენილი კედლებიდან კი ქვები ცვივა. საცხოვრისის მეპატრონე იძულებულია თავი იქვე არსებულ სარდაფს შეაფაროს. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. სიუჟეთში ნათქვამია, რომ ეს ჩამონგრეული ჭერი, უკანასკნელი დაზიანებაა, რომელიც გიორგი ბრწყინვალის ქუჩის 52 ნომერში მდგარმა სახლმა გუშინ მიიღო. იტალიურ ეზოში, ორსართულიანი სახლი მაცხოვრებლებს,...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მიშა ბოლქვაძე დღის წესრიგიდან თანაპარტიელის, ვაჟა თავდგირიძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის ამოღებას მოითხოვდა, რაზეც უმრავლესობის მხრიდან უარი მიიღო. მიშა ბოლქვაძე აცხადებს, რომ საკრებულოს წევრი ვაჟა თავდგირიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სხდომებს ვერ ესწრება და მან შესაბამისი დოკუმენტი წარადგინა. ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ...
წინა სტატია ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავრი ექიმი თემურ ნადირაძე  ქუთაისის საკრებულოს წევრი გახდა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. მან ქალაქის საკრებულოში ნიკა ლატარია ჩაანაცვლა, რომელმაც ჯერ საკრებულოს თვმჯდომარის პოსტი, შემდეგ კი საკრებულოს შემადგენლობა დატოვა. თემურ ნადირაძე უკვე იყო ქუთაისის საკრებულოს წევრი, ის წინა მოწვევის საკრებულოში ჯანდაცვის და  სოციალურ საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ თანამდებობა 2019 წლის დეკემბერში დატოვა. ამის შესახებ ლატარია Facebook-ზე წერს. მისი თქმით,...
video
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოქმედი ბიზნესები, საოჯახო მარნები, სასტუმროები, მუზეუმები, აგროტურისტული ცენტრები და სხვა დაწესებულებები ტურისტების გარეშე არიან დარჩენილები. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. აღნიშნული დაწესებულებების წარმომადგენლების განმარტებით, მათ მუშაობის შეჩერებით ფინანსური ზარალი მიიღეს. სოფელ ვაჩნაძიანში მოქმედი საოჯახო მარნის ,,იბეროს“ დამფუძნებელი შოთა ნატროშვილი განმარტავს, რომ პანდემიამ მათ საქმიანობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, რითაც დიდი ფინანსური ზარალი მიადგათ. მისივე თქმით, პანდემიის მერე მათ ვიზიტორი არ მიუღიათ და...
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ომალოში წყალს, რომელსაც ადგილობრივები სასმელად იყენებენ ქვეწარმავლები მოჰყვება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. მოსახლეობა ხელისუფლებას პრობლემით დაინტერესებას სთხოვს. რამდენიმე დღის წინ ერთ–ერთმა ადგილობრივმა, რამზან გორგიშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით ფოტოები გაავრცელა, სადაც ჩანს რომ ონკანში გველია გაჭედილი. მისი თქმით, სოფელში წყალი დაბინძურებულია და ქვეწარმავლები და მწერებიც ხშირად მოჰყვება. ,,ერთ–ერთ თანასოფლელთან ორი დღის წინ დაწყდა წყალი, აღარ მოდიოდა, მოხსნეს ონკანი...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საერთაშორისო პროექტების მართვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსის ნინო ნინოშვილის ინფორმაციით, სოფელ ველისციხის რეაბილიტაციაზე პროექტირების ეტაპი დასრულებულია. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. მისივე თქმით, სამუშაოების განხორციელებაზე ტენდერი შემოდგომაზე გამოცხადდება და გამარჯვებული კომპანიის გამოცხადების შემდეგ შესაბამისი სამუშაოები დაიწყება. ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებისთვის დაგეგმილია ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება. ჯერძოდ, სოფელ ველისციხის ნაწილის რეაბილიტაცია. ამ დროისთვის პროექტირების ეტაპი დასრულებულია და ტენდერი შემოდგომაზე გამოცხადდება”,– განაცხადა ნინო...
"სამეგრელოს ხმის" ხელმძღვანელი თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის მერიის შენობის ფოიეში იმყოფებოდა, სადაც დამონტაჟებულ ტრიბუნასთან, ჟურნალისტების თანდასწრებით უნდოდა განცხადების გაკეთება, თუმცა, დაცვის თანამშრომლებმა ამის საშუალება არ მისცეს. ოპერატორები ჟურნალისტები, რომლებაც პროცესის გადაღება სცადეს, გარეთ ძალის გამოყენებით გაუშვეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. თენგიზ ჯგუშიას მოუწოდეს, განცხადება შენობის გარეთ გააკეთოს. "სამეგრელოს ხმის" ლიდერი ამ წუთას შენობის გარეთ და აკეთებს განცხადებას, რომელიც ენგურ-ქაღალდ კომბინატში, მისივე...
ბორჯომის მერიას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლეს. მომჩივანი კომპანიის მტკიცებით, მერიის სატენდერო კომისიამ სრულად არ შეისწავლა კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რის გამოც ტენდერში მონაწილეობაზე უარი უთხრეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. საქმე ეხება ტენდერს, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტმა დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენის მომსახურებისთვის გამოაცხადა. ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ შპს „Project action“ და შპს „თბილგზაპროექტმა“ მიიღო. მიუხედავად იმისა რომ...
არჩევნებამდე სამი თვით ადრე, პოლიტიკურ პარტიებს სამცხე-ჯავახეთში აქტიური მუშაობა ჯერ არ დაუწყიათ. მათი ნაწილი შტაბების დაკომპლექტების ეტაპზეა, ნაწილი კი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას აგვისტოს შემდეგ გეგმავს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. აქტიური წინასაარჩევნო კამპანია ახალციხეში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს ჯერ არ დაუწყიათ. მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივ ოპრგანიზაციაში ამბობენ, რომ მოსახლეობას ეტაპობრივად ხვდებიან. ჩანს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში რეგიონში ახალი პოლიტიკური ძალებიც გამოჩნდებიან. თუმცა ამისათვის...
წინა სტატია შემდეგი სტატია ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე, ამავე საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელზე ზეწოლას ახდენს, - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ ისაუბრა. მან მოუწოდა მმართველ პარტიას, შეეშვან ადამიანებზე ზეწოლასა და მუქარას, ვინაიდან ყველა ასეთი ფაქტი აღიქმება არაჯანსაღ წინასაარჩევნო გარემოდ. „მინდა მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომელიც ხელვაჩაურის საკრებულოში ჩვენი პარტიის წარმომადგენელ ვაჟა თავდგირიძეზე განხორციელებულ ზეწოლას...
ქალაქ ახალციხეში შოთა რუსთაველის ძეგლის რესტავრაცია დასრულდა. სამუშაოები მოქანდაკე პაატა გიგაურმა განახორციელა. პროექტის ფარგლებში, ძეგლი გაიწმინდა ქვიშა-ჭავლური მეთოდით, მოიხსნა საღებავების ფენები. გასუფთავდა და შეივსო ძეგლზე არსებული ბზარები და დაიდო მაღალი ხარისხის “ვერნილაკის გრუნტი”. ძეგლი შეიღება ოქროსფერი სპეციალური გრუნტ-საღებავით, რის შემდეგაც იგი დამუშავდა და საბოლოოდ მუქი ბრინჯაოს ფერი მიიღო. რესტავრაციის შედეგად ძეგლს პირვანდელი სახე დაუბრუნდა. მისმა ფორმამ, რელიეფმა, სამოსის ნაოჭებმა და ორნამენტებმა,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ