გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში, ერთ-ერთ უბანში წყლის სისტემის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა.
უბანში სადაც, 80- მდე ოჯახი ცხოვრობს სასმელი წყალი არ არის და მაცხოვრებლები მეზობელი უბნებიდან ეზიდებიან.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დაასრულოს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჭაბურღილის, საქლორატორის, წყალსადაწნეო კოშკის, სანიტარული ზონისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობა. რისთვისაც ადგილობრივ ხელისუფლებას 352 600 ლარი აქვს გათვალისწინებული.