თემურ ნადირაძე ქუთაისის საკრებულოს წევრი გახდა, მან ნიკა ლატარია ჩაანაცვლა

647

წინა სტატია

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავრი ექიმი თემურ ნადირაძე  ქუთაისის საკრებულოს წევრი გახდა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.

მან ქალაქის საკრებულოში ნიკა ლატარია ჩაანაცვლა, რომელმაც ჯერ საკრებულოს თვმჯდომარის პოსტი, შემდეგ კი საკრებულოს შემადგენლობა დატოვა.

თემურ ნადირაძე უკვე იყო ქუთაისის საკრებულოს წევრი, ის წინა მოწვევის საკრებულოში ჯანდაცვის და  სოციალურ საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ თანამდებობა 2019 წლის დეკემბერში დატოვა. ამის შესახებ ლატარია Facebook-ზე წერს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არ უკავშირდება.

ნიკა ლატარიას წასვლის გამო, ქუთაისის საკრებულოს “ქართული ოცნება-კონსერვატორებში” ოთარ ლორთქიფანიძე გადავიდა.