გორის თეატრის რეაბილიტაცია სექტემბრისთვის იგეგმება

406

წინა სტატია

გორის თეტრის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა სექტემბრისთვის დაიწყება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

თეატრის დირექტორის, გიორგი წვერავას განმარტებით, ამის შესახებ დაპირება გუბერნატორის და ახლა უკვე გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატისგან მიიღეს.

გორის თეატრში განმარტავენ, რომ გასულ წელს პროექტის შედგენისთვის საჭირო თანხა კულტურის სამინისტრომ გამოყო, თუმცა პანდემიის გამო ამ თანხის აღნიშნული მიზნითვის გამოყენება ვეღარ მოხერხდა.

გორის თეატრის რეაბილიტაცია გასული წლის დასაწყისში დაიგეგმა, რა დროსაც ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და აღნიშნეს, რომ 2020 წლისთვის დაიწყებოდა პროექტირება და რეაბილიტაცია მთლიან შენობას ჩაუტარდებოდა. ამჟამად კი გუბერნატორმა ამ დაპირების შესრულება სექტემბრისთვის ფონდი “ქართუს” სახელით გააჟღერა.

“სექტემბრისთვის გვეცოდინება თანხის ოდენობა, რამდენსაც ფონდი “ქართუ” გამოყოფს თეატრის რეაბილიტაციისთვის. ჯერ არ ვიცით, 5 მლნ დაჭირდება დაგეგმილ სამუშაოებს თუ 25 მლნ. კონკრეტული ხარჯთაღრიცხვები შედგება და მაგაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ გაკეთებულიყო გარე ფასადი, რომელიც იშლება და ძალიან სავალალო მდგომარობაშია. ასევე თეატრის ტექნიკური აღჭურვაცაა გათვალისწინებული. ჯერ კონკრეტულად საუბარი გამიჭირდება, შეიძლება ისე მოხდეს, რომ კონსტრუქციულ ნაწილში, როცა პროექტი გაკეთდება, საერთოდ გამოჩნდეს, რომ ამორტიზირებულია და დანგრევას საჭიროებს”, – ამბობს გიორგი წვერავა.