ქობულეთის სოფელ ცეცხლაურის მოსახლეობა კომპენსაციას ითხოვს

618

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში, მშენებარე ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე, მოსახლეობამ აქცია გუშინ გამართა. ისინი კომპენსაციების გაცემას ითხოვენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

მოსახლეობა აცხადებს, რომ პროექტის დაწყებისას ფულადი კომპენსაციები იმ მიწის ნაკვეთებზე მიიღეს, რომლებიც ნაგავსაყრელის ტერიტორიისთვის გამოყენებულია. ნაგავსაყრელის მიმდებარედ მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს კომპენსაცია საერთოდ არ აუღია, ნაწილმა კი თანხა არასრულად მიიღო.

მათი ინფორმაციით, რამდენჯერმე მიმართეს აჭარის ეკონომიკის სამინისტროს და ნარჩენების მართვის კომპანიის ხელმძღვანელობას, თუმცა, უშედეგოდ.

შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“-ში აცხადებენ, რომ ნაგავსაყრელამდე მისასვლელი გზის მშენებლობისთვის მოსახლეობისგან მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა მოხდა, აქედან ნაწილი ფულადი კომპენსაციების უკვე გაიცა. სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ, მიმდინარეობს მოსარგებლეების დადგენა და ამის შემდეგ დაიწყება კომპენსაციების მე-2 ეტაპის გაცემის პროცედურა.

ცნობისათვის, როდის აშენდება სოფელ ცეცხლაურში 7 მილიონი ევროს ღირებულების, თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყარი, გაურკვეველია. პროექტი ჯერჯერობით შეფერხებულია, თუმცა, აჭარის ეკონომიკის სამინისტრო მის წლის ბოლომდე დასრულებას ვარაუდობს, მანამდე კი ნაგავი ადლიაში იყრება, დასაც სანიტარულ ნორმები დარღვეულია.