ეს ფერადი და ბრჭყვიალა სიუჟეტი იმაზეა, თუ როგორ გაუმკლავდნენ პანდემიის გამო სახლში ყოფნას ახალციხის ბაგა-ბაღების აღმზრდელები და აღსაზრდელები:
მაყვალა ჩირგაძე ღამეებს ათენებდა იმისათვის, რომ თავისი აღსაზრდელებისთვის შემეცნებითი და საინტერესო ვიდეოგაკვეთილები მოემზადებინა;
სუსანნა აჯაფხანიანი და მისი 8 წლის შვილი კარინკა 3 თვის განმავლობაში ერთად წერდნენ ორენოვან გაკვეთილებს;
4 წლის ლაზარემ და მისმა მშვენიერმა დედიკომაც ჩაწერეს სახალისო ვიდეო და ჯგუფელებს გაუზიარეს...
ახალციხის,...
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ასფალტის გარკვეული ფენის დაგების შემდეგ, საკანალიზაციო ჭიდან წყალი ამოვიდა. რის გამოც, დაგებული ფენა აყარეს და მის ადგილზე წყლით სავსე ორმო დარჩა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
საკანალიზაციო მილის დაზიანების გამო, ასფალტის შემასწორებელი ფენა რუსთაველის ქუჩაზე, #103 კორპუსთან აყარეს: „გუშინ დაასხეს ასფალტი, მერე წყალი ამოვიდა ქვემოდან. მოიყვანეს ტექნიკა, ამოთხარეს ისევ ეს ასფალტი დატოვეს ორმო და...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან სადახლოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა დილიდან შეიკრიბა. მათი მთავარი მოთხოვნა ორი სოფელში, ბურმასა და თაზაქენდში საგზაო ინფრასტრუქტური მოწესრიგება და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებაა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
ადგილობრივები მერიის წარმომადენლებთან შეხვედრას საათები ელოდნენ, თუმცა მათთან ოფიციალური კომენტარი დაალოებით სამი საათის განმავლობაში არავის გაუკეთებია. ბურმა-თაზაქენდის მოსახლეობა ამობობს, რომ მათ სოფელში წლებია გზის პრობლემა ვერ გვარდება.
სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება...
წყალტუბოს სოფელ ბანოჯის მოსახლეობას წყალი ონკანის ნაცვლად წყალმზიდებით მიეწოდება. ადგილობრივების წყლით უჩვეულო "უზრუნველყოფას" საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრი უზრუნველყოფს.
იმის გამო, რომ სოფელში წყლის მილები უხარისხოა, წყალმზიდი მანქანა მოსახლეობას ყოველდღიურად აკითხავს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ წლების წინ გაკეთებული მილები უხარისხოა და მალევე დაზიანდა. ამის გამო, წყალი ონკანებამდე ვერ აღწევს. განსაკუთრებით მწვავეა პრობლემა იქ, სადაც სოფლის მკვიდრები...
ავტორი: ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი
ახმეტის მუნიციპალიტეტს, გარდა თუშეთისა, თითქმის სრულებით არ ვიცნობ. ამ მხარეში არც ხშირად მიმოგზაურია და არც ისე, გავლით მიწევს ხოლმე მოხვედრა. წელს გამიმართლა და ორგანიზაცია „თუშური ბრენდის“ ერთ ძალიან საინტერესო პროექტში მომიწია ჩართვამ.
ალვანში მოქმედი ორგანიზაციის პროექტი ახმეტის მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლას და განვითარების რეკომენდაციებზე მუშაობას გულისხმობს. ამ მიზნით, პროექტის გუნდმა, მარი ხაჩიძემ და თეონა მინდიაშვილმა, ლამის მთელი მუნიციპალიტეტი...
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალებას დღეიდან რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი შეასრულებს, - ამ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, სიმონ გულედანი გუბერნატორი პირველი მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ხოჯევანიშვილის კანდიდატურა სამთავრობო გუნდმა გორისა და კასპის გაერთიანებული სამაჟორიტარო ოლქში წარადგინა, რის შემდეგაც რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ვაკანტური გახდა.
ტბის ადმინისტრაციულ ერთეულში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი გოჩა სტეფნაძე იქნება. იგი ამ დრომდე ამავე დასახლებებში მერის წარმომადეგნლის სპეციალისტის პოზიციას იკავებდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალი წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია აქვეყნებს.
„ტბის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები საკურორტო ზონაა და მას უამრავი დამსვენებელი სტუმრობს. აქედან გამომდინარე, ძირითადი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა. ჩემი მიზანია, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება და მოსახლეობის ინტერესებზე...
რუსთავის მერიის წინ, ცენტრალურ მოედანზე, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.
აქცია უსიამოვნო სუნის წინააღმდეგ მოეწყო. როგორც აქციის ორგანიზატორებმა "ინფო რუსთავთან" განაცხადეს, სოკოს საწარმოს კომპოსტირების პროცესის რუსთავიდან მოშორებით გადატანის პირობა ჯერაც არ შესრულებულა. აქცი-პერფორმანსის მთავარი მოთხოვნა სწორედ ამ პირობის შესრულება იყო.
"ჩვენი აქ შეკრების მიზეზი არის ის უსიამოვნო სუნი, რაც რუსთავს და არამარტო რუსთავს ისევ აწუხებს. მიუხედავად გაცემული დაპირებებისა, განაპირა მიკრორაიონებში ძალიან...
ახალციხის მერიაში, ოთხი სამსახურის შვიდ პოზიციაზე სპეციალისტის ადგილი თავისუფალია. როდის გამოაცხადებს თვითმმართველობა ვაკანსიებს, ამ ეტაპზე უცნობია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალციხის მერიაში ყველაზე ბევრი, სამი ვაკანტური პოსტია სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში.
შვიდი ვაკანტური ადგილის ჩამონათვალი კი ასეთია:
ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახური – იურიდიული განყოფილება
ვაკანტურია – III რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეცალისტი იურიდიულ საკითხებში;
სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
– პროექტების მართვის განყოფილება
ვაკანტურია – II...
პარტია „ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. პოლიტიკურ ძალას, ამ ეტაპზე, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში კანდიდატი არ დაუსახელებია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ეყოლება თუ არა „ევროპულ საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის საარჩევნო ოლქში, უცნობია. ამის შესახებ ვერც ადგილობრივ შტაბში საუბრობენ.
„ჯერ არ მაქვს არანაირი ინფორმაცია და კომენტარს ვერ ვაკეთებ“, - განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გელა...
გურჯაანის მუნიციპალიტეტში პროექტი "მხიარული სოფელი" დაიწყო. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
პირველი კონცერტი ჩალაუბანში გაიმართა. პროექტს „მუნიციპალური კულტურის ცენტრი" ახორციელებს. მასში მონაწილეობას კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები, ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებენ.
კონცერტები მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და ყველა სოფელში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით, ჩატარდება. მიზანი მუნიციპალიტეტში კულტურული ცხოვრების გააქტიურებაა.
ირაკლი ქადაგიშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის სტატუსით ბოლოჯერ შევხვდა მედიის წარმომადგენლებს და სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე მუშაობის 4 წელი შეაჯამა. ამის შესახებ სპექტრი წერს.
მისი თქმით, დიდი პატივი იყო კახეთის მოსახლეობის ინტერსების ლობირება და კახეთის განვითარებაზე ზრუნვა. მან ჟურნალისტებს შეახსენა ის პროექტები რაც რეგიონში ბოლო ოთხი წლის მანძილზე განხორციელდა.
„აშენდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების 10 ახალი შენობა რვავე მუნიციპალიტეტში, სამი ინოვაციების ცენტრი თელავში,...
გლდანის რაიონს ორი ახალი სკვერი შეემატა. სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსის და პირველი მიკრორაიონის N14-N15 -N21 კორპუსების მიმდებარედ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსის მიმდებარედ გასულ წელს, მოსახლეობის ჩართულობით, ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, წელს კი, 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე სკვერი მოეწყო. სამუშაოების შედეგად, გაკეთდა ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის, დამონტაჟდა გარე...
მთიან აჭარაში ერთდროულად რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. შუახევში, დაბის განვითარების პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც დაბის ქუჩების სრულ კეთილმოწყობას გულისხმობს.
პროექტის ფარგლებში, შენდება საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხები, საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდება გარეგანათება. გარდა ამისა, გათვალისწინებულია დასასვენებელი პარკის, ფანჩატურისა და ეზოების კეთილმოწყობაც.
ამასთან, ზამლეთი-ხიხაძირის მიმართულებით საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ამ გზით სხალთის ხეობა ცენტრალურ მაგისტრალს უკავშირდება, რაც ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მონაკვეთია....
გორი-კასპის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა.
გიორგი ხოჯევანიშვილმა ორწლიანი საქმიანობა შეაჯამა და 2020 წელს რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. რწმუნებულის ანგარიშის პრეზენტაცია უფლისციხის მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართა.
გიორგი ხოჯევანიშვილმა 2020 წელს რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე ვრცლად ისაუბრა და შეკრებილ საზოგადოებას ის მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო რომლებიც რეგიონში მიმდინარეობს.
კერძოდ, ხაშურში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები იგეგმება, ასევე, მიმდინარეობს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































