მარნეულის მერიასთან სადახლოს მოსახლეობა გზისა და სასმელი წყლის პრობლემების მოგვარებას ითხოვს

992

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან სადახლოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა დილიდან შეიკრიბა. მათი მთავარი მოთხოვნა ორი სოფელში, ბურმასა და თაზაქენდში საგზაო ინფრასტრუქტური მოწესრიგება და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებაა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

ადგილობრივები მერიის წარმომადენლებთან შეხვედრას საათები ელოდნენ, თუმცა მათთან ოფიციალური კომენტარი დაალოებით სამი საათის განმავლობაში არავის გაუკეთებია. ბურმა-თაზაქენდის მოსახლეობა ამობობს, რომ მათ სოფელში წლებია გზის პრობლემა ვერ გვარდება.

სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება მაშინ, როდესა სასწრაფს გამოძახება უწევთ და მათთან სამედიცინო დახმარების ბრიგადა დაგვიანებით ადის.

„2016 წლიდან ჩვენი გზა უნდა მოასპფალტებულიყო. არაფერიც არ კეთდება, ცუდ დღეში ვცხოვრობთ. ამ სოფელში ვინც მოდის, მეორედ არ უნდათ მოსვლა. ავადმყოფი კვდება სანამ სასწრაფო მოდის. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ბურმას და თაზაქენდის გზა 2 კმ გაარემონტონ“

„ყველაზე პირველი ჩვენ დაგვპირდნენ გავაკეთებთო, მაგრამ არაა გაკეთებული. არჩევნებამდე ზაურ დარგალი რომ იყო ჩვენს სოფელში მოსული, თქვა, მოვაგვარებო და მე ვუთხარი რომ დღემდე ბევრი ადამიანი მოვიდა და შეგვპირდა, მაგრამ არ გაუკეთებიათ-თქო. ის შემპირდა თუ ამირჩევთ მე მოვაგვარებო. ახალი არჩევნებიც მოდის, ჯერ არ მოგვარებულა პრობლემა. ჩვენ ვაპროტესტებთ და მაგიტომ მოვედით, რომ ჩვენც საქართველოს მოქალაქეები ვართ და მოაგვარონ პრობლემა,“ – ამბობენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეები მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე თითქმის ოთხი საათის განმავლობაში იყვნენ. ადგილზე დილიდავე იყო მოსული სადახლოს დეპუტატი, როვშან ისკანდაროვი, რომელიც ძირითადად მერიის შენობაში იმყოფებოდა. მან „რადიო“ მარნეულთან კომენტარი არ გააკეთა.

რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ მოსახლეობასთან როვშან ისკანდაროვი გამოვიდა და უთხრა, რომ მერთან შეხვედრის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში ექნებოდათ, თუ მათ მედიასაშუალებები არ შეჰყვებოდნენ. ამ ულტიმატუმს კი ადგილობრივების პრროტესტი მოჰყვა, ნაწილი განზე გადგა და თქვა, რომ ისინი მედიის გარეშე შენობაში არ შევიდოდნენ. საბოლოოდ შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. ბურმა0თაზაქენდის მოსახლეობა მერთან შეხვედრზე დაახლოები ნახევარი საათი იყვნენ.

„დეტალურად გვესაუბრა და ინფორმაცია მოგვაწოდა. ამჟამად ბიუჯეტში ფული არ არის. თქვა რომ პროექტი უკვე არსებობს და სამინისტროში გაგზავნილია (ინფრასტრუქტურის სამინისტრო) იქიდან როდესაც მისცემენ თანხას, მაშინ დაიწყებენ გაკეთებას. სხვა გზა არ გვაქვ გვეუბნებიან დაელოთო და დაველოდებით… ბატონმა ზაურმა გვითხრა, რომ მე სულ ხალხის გვერდით ვარ და ვიქნებიო. ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს პროექტი. იქიდან პასუხს მიიღებენ ერთ კვირაში ან 10 დღეში. მერე მოვა და მოსახლეობას შეხვდება. კონკრეტულად არ გვეუბნება რომ ერთ ორ თვეში მოგვარდებაო. ისიც პასუხს ელოდება,“ – თქვა მერთან შეხვედრიდან გამოსულმა მოსახლეობამ

როგორც რადიო „მარნეულს“ ადგილობივ თვითმმართველობაში უთხრეს, დღეს კომენტარს მერიიდან არ გააკეთებენ, შესაძლოა რამე განცხადება ოფიციალურად გავრცელდეს. ერთადერთი ინფრორმაცია, რაც ამ დროითვის გვაქვს არის ის, რომ ბურმა-თაზაქენდის დამაკავშირებელი გზის პროექტი მერიას შესყიდული აქვს და ის ინფრასტრუქტურის სამინისტროშა გადაგზავნილი.