გურჯაანის მუნიციპალიტეტში პროექტი “მხიარული სოფელი” დაიწყო

453

გურჯაანის მუნიციპალიტეტში პროექტი “მხიარული სოფელი” დაიწყო. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

პირველი კონცერტი ჩალაუბანში გაიმართა. პროექტს „მუნიციპალური კულტურის ცენტრი” ახორციელებს. მასში მონაწილეობას კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები, ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებენ.

კონცერტები მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და ყველა სოფელში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით, ჩატარდება. მიზანი მუნიციპალიტეტში კულტურული ცხოვრების გააქტიურებაა.