ახალციხის ბაგა-ბაღების სახალისო ვიდეოგაკვეთილები აღსაზრდელებისთვის

1804

ეს ფერადი და ბრჭყვიალა სიუჟეტი იმაზეა, თუ როგორ გაუმკლავდნენ პანდემიის გამო სახლში ყოფნას ახალციხის ბაგა-ბაღების აღმზრდელები და აღსაზრდელები:

  • მაყვალა ჩირგაძე ღამეებს ათენებდა იმისათვის, რომ თავისი აღსაზრდელებისთვის შემეცნებითი და საინტერესო ვიდეოგაკვეთილები მოემზადებინა;
  • სუსანნა აჯაფხანიანი და მისი 8 წლის შვილი კარინკა 3 თვის განმავლობაში ერთად წერდნენ ორენოვან გაკვეთილებს;
  • 4 წლის ლაზარემ და მისმა მშვენიერმა დედიკომაც ჩაწერეს სახალისო ვიდეო და ჯგუფელებს გაუზიარეს…

ახალციხის, ბათუმისა და ქედის მუნიციპალიტეტები – ეს ის მუნიციპალიტეტებია, სადაც საბავშვო ბაგა-ბაღებში კორონავირუსის პანდემიისას ონლაინსწავლება დაინერგა და როგორც აღმოჩნდა, ერთობ წარმატებითაც.

სიუჟეტი ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს ადგილობრივ თვითმმართველობებში გამოვლენილი კარგი პრაქტიკის მაგალითებზე მომზადებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, რომელიც ქართველ პარტნიორებს პანდემიის მართვაში ეხმარებოდა.

შეგახსენებთ, რომ GIZ, გერმანიის მთავრობის დავალებით, 1992 წლიდან ეხმარება საქართველოს. ორგანიზაცია პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისათვის“ ფარგლებში, ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებასა და რეგიონულ განვითარებას.