შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალებას დღეიდან რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი შეასრულებს, – ამ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, სიმონ გულედანი გუბერნატორი პირველი მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ხოჯევანიშვილის კანდიდატურა სამთავრობო გუნდმა გორისა და კასპის გაერთიანებული სამაჟორიტარო ოლქში წარადგინა, რის შემდეგაც რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ვაკანტური გახდა.