ბორჯომში, ტბის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი დაინიშნა

435

ტბის ადმინისტრაციულ ერთეულში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი გოჩა სტეფნაძე იქნება. იგი ამ დრომდე ამავე დასახლებებში მერის წარმომადეგნლის სპეციალისტის პოზიციას იკავებდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ახალი წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია აქვეყნებს.

„ტბის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები საკურორტო ზონაა და მას უამრავი დამსვენებელი სტუმრობს. აქედან გამომდინარე, ძირითადი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა. ჩემი მიზანია, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული ახალი პროექტების დასახვა. უმნიშვნელოვანესია, აქ მცხოვრები მოსახლეობის გამოწვევების ადგილობრივ ხელისუფლებამდე მიტანა“ – აცხადებს სტეფნაძე.

იგი 2009 წლიდან-დღემდე ტბის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის სპეციალისტის პოზიციას იკავებდა.

ტბის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის: ლიბანი, პატარა ცემი, სადგერი, ცემი და თავად ტბა.