ახალციხის მერიაში, ოთხი სამსახურის შვიდ პოზიციაზე სპეციალისტის ადგილი თავისუფალია. როდის გამოაცხადებს თვითმმართველობა ვაკანსიებს, ამ ეტაპზე უცნობია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალციხის მერიაში ყველაზე ბევრი, სამი ვაკანტური პოსტია სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში.
შვიდი ვაკანტური ადგილის ჩამონათვალი კი ასეთია:
ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახური – იურიდიული განყოფილება
ვაკანტურია – III რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეცალისტი იურიდიულ საკითხებში;
სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
– პროექტების მართვის განყოფილება
ვაკანტურია – II რანგის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
– სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილება
ვაკანტურია – II რანგის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
– ურბანული დაგეგმარების განყოფილება
ვაკანტურია – II რანგის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური – ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილება
ვაკანტურია – III რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტიო ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების საკითხებში;
ზედამხედველობის სამსახური – გზებისა და ხაზოვანი ნაგებობების ზედამხედველობის განყოფილება
ვაკანტურია – II რანგის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ვაკანტურია – III რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გზებისა და ხაზოვანი ნაგებობების საკითხებში.
ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ თავისუფალ პოზიციებზე ჯერ ვაკანსიები გამოცხადებული არ არის და hr.gov.ge-ზე გამოცხადების თარიღიც უცნობია.